Pages

ლიმონათი ფორთოხლით და ლიმონით


5ცალი დიდი ყვითელი ფორთოხალი + 1ცალი ლიმონი[ ფორთოხალი და ლიმონი კანიანად უნდა დაიჭრას წვრილად]+ 
1 ლიტრი წინასწარ ადუღებული და გაცივებული წყალი + 1კგ-ზე მეტი შაქრის ფხვნილი[1კგ+1ჩ.ჭიქა] + 2 პაკეტი ლიმონმჟავა.
ავურიოთ და გავაჩეროთ 2დღე. პერიოდულად ვურიოთ. მე ვაკეთებ ამას დიდ ჯამში. შემოვდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ, ცოტა შევაგრილოთ და გადავწუროთ. დარჩენილი მასა გავთქვიფოთ ბლენდერით. ათქვეფილ მასას ნელ-ნელა ვამატეფთ წინასწარ გადადუღებულ და გაცივებულ წყალს.[ 6-8ლიტრი წყალი] და თან ვხეხოთ მასა[ ეს შეიძლება საცერშიც გაკეთდეს.] უნდა დაგვრჩეს გადასაყრელი ჩენჩო. წყალი უნდა შევურიოთ ნელ-ნელა,თან გავსინჯოთ. წვენი გემოვნებით შევაზავოთ. ჩავასხათ ქილებში და გრილ ადგილას შევინახოთ.

 10 ცალ ლიმონზე 2 გალ ფორთოხალს ვხმარობ.აქედან 5 ცალ ლიმონს უნდა მოაცალო ცედრა(ზედა კანი,თეთრის გარეშე). ლიმონებიდან და ფორთოხლისგან კარგად გაწურო წვენი.
აადუღო 10 ჭიქა წყალი და დაასხა ლიმონ-ფორთოხალის წვენს,ცედრას.დაამატე 300 გრ. შაქრი და მეტი(ნუ თუ ტკბილი გიყვარს) კარგად მოურიე,გააჩერე ერთი ღამე მაცივარში,ჩაასხი ჭიქებში+ყინული და მიირთვი.

თუ ლიმონის კანის ნაჭრები არმოგწონს სასმელში,მაშინ გადაწურე.

იგივე პროპორციებით შეიძლება მოამზადო ფორთოხლის ლიმონათი,ანუ 10 ცალი ფორთოხალი+2 ცალი ლიმონი.

სიმწარეს აძლევს ლიმონის კურკა და თეთრი კანი(ზედაპირის და გულის სორის რომ არის).

წყარო  ბეჭდვა


არაალკოჰოლური სასმელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze