Pages

„ნუთელას“ რეცეპტი


1 ქილა შესქელებული რძე
1 ცალი ვანილი
100 გრ. შავი შოკოლადის ფილა (70-75 %-იანი)
200 გრ. კარაქი
1 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი

100 რგ. წვრილად დაფქვილი თხილი ან ნიგოზი

მოუხარშავი შესქელებულ რძეს მიქსერით შევათქვიფოთ ვანილი. (მე ამ პროცესს ≈ 800 გრ-იან მინის ქილაში ვაკეთებ და შემდეგ ამ ქილითვე ვინახავ მაცივარში, თუმცა ქილა მაგრად უნდა გეჭიროთ, წინააგმდეგ შემთხვევაში ხელებში დაგიბზრიალდებათ :))).
კარაქი და შოკოლადის ფილა მოვათავსოთ ლითონის ჭურჭელში და ცხელი წყლის აბაზანაზე გავადნოთ.
დავუმატოთ 1 სადილის კოვზი კაკაო (სურვილისამებრ) და კარგად შევაზილოთ, თითქმის იმავდროულად შეიძლება თხილის ან ნიგოზის შერევაც.
გადმოვიღოთ აბაზანიდან და ოდნავ შეგრილებული (2-3 წუთი ეყოფა) შევათქვიფოთ შესქელებულ რძეს. აი, სულ ეს არის!
ნუგბარი გადავიტანოთ მინის ქილაში ან ჩვენთვის მოსახერხებელ სხვა ჭურჭელში ან კონტეინერში და მოვათავსოთ მაცივარში.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze