Pages

გოზინაყი


გოზინაყი
ავიღოთ ერთ წილ თაფლზე ოთხი წილი დაჭრილი ნიგოზი
ნიგოზი დავჭრათ დაფაზე 'ბრიტვით' ან ძალიან მჭრელი დანით, გავშალოთ ტილოზე
თაფლი ჩავდოთ სქელძირიან ღრმა ტაფაში, ან ქვაბში. დავაყაროთ შაქარი ( ნახევარ ლიტრიან ქილა თაფლზე ერთი ს.კ.), დავდოთ ქურაზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხის კოვზით ვურიოთ, ხელი გვედოს ტაფის გარედან და სიმხურვალეს რომ ვიგრძნობთ გამოვრთოთ, არავითარ შემთხვევაში თაფლი არ უნდა ადუღდეს. ხის კოვზით ძალიან კარგად უნდა დავზილოთ, საკმაოდ დიდხანს. გავაჩეროთ ორი საათით და გავიმეოროთ დაახლოვებით სამ ოთხჯერ მანამ, სანამ თაფლი ტკაცატკუცს არ დაიწყებს და კოვზს რომ ავწევთ ტაფაც არ აყვება თან. თაფლი იღებს თეთრ ფერს და წააგავს შესქელებულ რძეს.
ბოლოს შევათბოთ თაფლი, ჩავაყაროთ ოდნავ მოხალული და გასუფთავებული ნიგოზი, ვურიოთ კარგად, მოვაგუნდავოთ და გადმოვიტანოთ დასველებულ და ტილოგადასმულ დაფაზე. მივცეთ
ფორმა სველი ხელით ან საგორავით ( ძალიან არ გაათხელოთ) და დავჭრათ.

მე ვაპირებ ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ კოვზის მაგივრად მიქსერის გამოყენებას, ასე უფრო იოლი იქნება

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze