Pages

გოგრა სურნელოვანი ღუმელში შემწვარი


2კგ.გოგრა

1 ცალი ლიმონი

2ს.კ. ყავისფერი შაქარი

1ჩ.კ.ილის მარცვლები

3 ანისულის ვარსკვლავი

1ჩხირი დარიჩინის

1ჩ.კ. ცხარე პაპრიკა

50-100გრ.გოგრის თესლი

75-100გრ.კარაქი

მარილი
მომზადების წესი

ვჭრით გოგრას როგორც ნესვს,ანუ სასვალოდ თხელ ,მოგრძო ნაჭრებად.

ყალიბს წავუსვათ კარაქი.

ჩავალაგოთ გოგრის ნაჭრები ერთი კანის მხრიდან,მეორე ამობრუნებული,ერტმანეთის მიყოლებიტ.

მოვასხათ ლიმონის წვენი.

მოვაყაროთ შაქარი,მარილი,ცხარე პაპრიკა,ილის მარცვლები,ანისული გავანაწილოთ და დავადოთ დარიჩინის ჩხირი.მოვაყაროთ გოგრის თესლი.ასევე შეგვიძლია დამატებით გამდნარი კარაქი მოვასხათ ცოტა.

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე.დავაფაროთ ფოლგა ყალიბს და შევდგათ ღუმელში 1 საათით.

გადავხადოთ ალუმინის ფოლგა და დავაწითლოთ გოგრის ნაჭრები .

შეგვიძლია მივირთვათ დამოუკიდებლად ან ძალიან მოუხდება შემწვარ ქათამს და ცხვრის ხორცს.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze