Pages

ხილი კლიარში


ხილი:

2 ცალი ვაშლი

2 ცალი მსხალი

2 ცალი ფორთოხალი

ასევე ბანანიც შეიძლება გამოიყენოთ,ანანასები და ა.შ.

კლიარი:

1ჩ.ჭ.ფქვილი

მწიკვი მარილი

5ს.კ.შაქარი

5ს.კ.რძე

5ცალი კვერცხი

მწიკვი სოდა ან გამაფხვიერებელი
მომზადების წესი

ხილი გავფცქვნათ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი და დავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები.ცომი უნდა გამოგვივიდეს თხელი არაჟნის სისქის(თუ ძალიან თხელია ოდნავ ფქვილი შემატეთ თუ სქელია რძის დამატება შეიძლება).

გავახუროთ ტაფაზე ზეთი(1ჩ.ჭ),დავუწიოთ მინიმუმამდე ცეცხლი და კლიარში ამოვლებული ხილი შევწვათ.

მოვაყაროთ შეგრილებულს დარიჩინიანი შაქრის პუდრი(ან უდარიჩინო გემოვნებით) და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი(სურვილის მიხედვით).

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze