Pages

ფელამუში თათარა


.ფქვილი ისეთ წვრილ საცერში უნდა გაიცრას,რომ ძალიან ჰაეროვანი იყოს.ასეთი ფქვილისგან მოხარშული ფელამუში ძალიან ფაფუკი გამოდის და არ იგრძნობა შიგ ფქვილის "ხორხოშელები".
1ლიტრ ბადაგს სჭირდება 1ჭიქა სიმინდის ფქვილი.ცეცხლიდან გადმოდგმის წინ გემოვნებისამებრ შეგიძლიათ შაქარი დაამატოთ.ცხელივე უნდა დანაწილდეს თეფშებზე

ჩურჩხელა 

1ლიტრი ბადაგი
2 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი (სავსე)
შევათბოთ ბადაგი, წინასწარ მომზადებული პურის ფქვილის და ბადაგის მასა ჩავურიოთ სწრაფი მორევით ბადაგს და ცოტ ა ხანს გვქონდეს საშუალო სიმხურვალეზე. შემდეგ ცეცხლს დავუკლოთ და შეძლებისდაგვარად დიდხანს ვშუშოთ, თათარა რომ შესქელდება, დავიწყოთ ჩურჩხელების ამოვლება. მივახმაროთ ხის კოვზი. რაც უფრო მეტი გვაქვს თათარა, მით უფრო გაგვიადვილდება ლამაზი ჩურჩხელების ამოვლება.
ჩურჩხელები რომ კარგად გაშრება ჩამოვხსნათ, შეგვიძლია მეორედ ამოვავლოთ თათარაში და გავკიდოთ, თუ არა, მაშინ შევახვიოთ ტილოში რამდენიმე დღით სანამ არ დაინამება, შემდეგ ისევ გავკიდოთ და რომ დაიფიფქება შევინახოთ ტილოს ტომარაში. 
 
ერთი მტკაველის სიგრძე ასხმა ნიგოზი საკმარისია.
მე ცოტა თაფლსაც ვამატებ ხარშვისას, უფრო რბილი გამოდის.
როცა თათარა ბევრია, ანუ 4-5ლ. ბადაგიდან რომ მზადდება, ან უფრო მეტიდანაც, 1ლიტრით ივლება 10 ჩურჩხელა, თუ მარტო ერთი ლიტრის ბადაგს გააკეთებ, მაშინ ცოტას ამოგივლებს, სამაგიეროდ თათარა დაგრჩება ბევრი.
კიდევ დამოკიდებულია თათარის სისქეზე, თუ სქელია, ცოტას ავლებს, სამაგიეროდ ბუთხუზა ჩურჩხელები გამოდის. თხელი თათარა მეტს ავლებს, მაგრამ მეორედ ამოვლება სჭირდება.
   

 

 

 

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze