Pages

საზამთროს მურაბის რეცეპტი


1კგ.გაფცქვნილ-დაჭრილ საზამთროს ქერქს ვყრით ცივ წყალში,
რომელშიც გავხსნით წინასწარ 4-5 ჩ.კ. საჭმლის სოდას.გავაჩეროთ 5-6 საათი
შემდეგ გამდინარე წყალში გავავლებთ კარგად.გავაჩეროთ შიგ 1-2 საათი.
1,5 შაქრით და 4-5 ჩ,ჭ.წყლით მოვადუღოთ სიროფი,ჩავყაროთ საზამთო და 15 წუთი ვადუღოთ.
გავაჩეროთ დილამდე და შემდეგ მოვხარშოთ.

საზამთროს მურაბა

1 კგ საზამთროს ქერქი
1.200 კგ შაქარი
წყალი უამრავი ულევი (თვითონ განსაზღვრავთ)
ვანილი
მიხაკი (3 ცალი)

საზამთროს ქერქები (სასურველია ბუთქუნები) გავასუფთაოთ მწვანე კანისგან და მოვაცილოთ წითელი რბილობი (თუ რაც ქვია), დავჭრათ ქადის დანით და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
ჯამში ჩავასხათ5 ჩაის ჭიქა წყალი და დავამატოთ 1.5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 1.5ჩაის კოვზი სოდა
ამაში ჩავყაროთ საზამთრო და დავტოვოთ 4 საათი (დროდადრო ვურიოთ)

ცალკე ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, დავამატოთ 600 გრამი შაქარი და წამოვადუღოთ საკაიფოდ.

4 საათი რომ გაირბენს საზამთროს ქერქები ამოვიღოთ სოდიანი წყლიდან და კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ .... შემდეგ ჩავყაროთ ცხელ სეროფში და ვადუღოთ 15-20 წუთი ..... ეს დრო რომ გავა გამოვრთოთ და დავტოვოთ მთელი ღამით

მეორე დღეს დავამატოთ დარჩენილი 600 გრამი შაქარი + 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ვადუღოთ მუტაბა სანამ წვენი არ იქნება მზად ( წვენის შემოწმება გეცოდინებათ ყველას) ....როცა გამოვრთავთ დავამატოთ ვანილი და სურვილის მიხედვით მიხაკი (ანუ წინასწარ შევახვიოთ 3 ცალი მიხაკი ბინტსჰი და ჩავდოთ წვენში ცოტა ხნით

პ.ს. სადაც დამიწერია ჩაის ჭიქა იქ იგულისხმეთ 200 გრამიანი ნათალი ჭიქა რომ ჰქვია ის

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze