Pages

ნაყინის სენდვიჩი ყავითა და შოკოლადით


ბისკვიტისათვის
250 გრამი კარაქი
200 გრამი შაქრის პუდრა
125 გრამი კვერცხი +25 გრამი კვერცხის გული
30 გრამი კაკაო
8 გრამი გამაფხვიერებელი
500 გრამი ფქვილი

კარგად დარბილებული კარაქი ავურიოთ შაქარის პუდრასთან ერთად . კვერცხი+ კვერცხის გული გავერთიანოთ და ჩანგლით ავთქვიფოთ.
მერე პატარე პორიცებთ შევურიოთ კარაქიან მასას. კაკაო + გამაფხვიერებელი +ფქვილი გავცრათ ერთად და შევურიოთ. გამოვა მოდნავ სველი
ცომოვით. ეს ყველაფერი კარგად რომ შეერევა . მერე მოვათავსოთ მაცივარში 2-3 საათით რომ კარგად გაცივდეს.
გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქესზე და დავჭრათ. ყველა ერთი ზომის უნდა იყოს რადგან მერე არ შეგვექმნას პრობლემა . გავუკეთოთ ჩანგლით თანაბარი ნაჩხვლეტები

და გამოვაცხოთ 180 გრადსუზე 15 წთ.

150 გრამი კრემა პასტიჩერა
350 გრამი ნაღები
60 გრამი ესპერსო
20 გრამი ხსნადი ყავა
125 გრამი კვერცხის ცილა
50 გარმი წყალი
250 გრამი შაქარი

კვეცხის ცილას დავაყაროთ 50 გრამი შაქარი და დავიწყოთ ათქვეფა. 200 გრამი შაქარი + 50 გრამი წყალი მივიყვანოთ 121 გრადუსამდე და ცხელივე წვრილ ხაზად
შევურიოთ ცილებს. ვთქვიფოთ სრულ გაციებამდე.
150 გრამ კრემა პასტიჩერას ნელ ნელა შევურიოთ ყავის ნაზავი ( ესპრესოში გავხსნათ ხსნადი ყავა ) მერე მზა ცილებიანი მასა პორციებად დავუმატოთ კრემა პასტიჩერა+ ყავის ნარევს. ბოლოს კარგად ათქვეფილი ნაღები. ეს მასა მოვათავსოთ ოთხკუთხედ ფორმაში და შევდოთ გასაყინად. მე მაქვს ფორმა ოთხკუთხედი რომელასც არ აქვს ძირი და ის გამოვიყენე . მერე რომ გაიყინა ადვილად მოვხსენი ფორმა. საყინულე უნდა იყოს კარგი რომ კარგად გაყინოს თორე გაჭირდება დაჭრა. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ თორე დნება. კარგად გაყინული მასა დავჭრათ ბისკვიტის ზომებად და მოვაქციოთ ორ ბისკვიტს შორის. ოდნავ დააწექით რომ მიეკრას.
და ისევ მაცივარში გასაციებლად. რომ გაიყინება ბოსკვიტს დაედება თეთრი თრთვილივით. გამოვიღოთ და გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ ნახევრამდე .(მე შოკოლადი რომ გვადნე მერე ზეთით გავათხელე ) ჯამში მოვათავსოთ დაჭრილი თხილი და უკვე ამოვლებული სანამ გაშრება დავადოთ თხილებს რომ აიკროს.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze