Pages

შოკოლადის და ვანილის პასხის-სიროკი


750გრ.ახალი ხაჭო

500მლ.38%-36% ნაღები

200გრ.შოკოლადი+2ჩ.კ.კაკაო(სურვილისსამებრ)

120გრ.კარაქი

120-150 გრ.შაქარი

1ჩ.ჭ. ცუკატები,ჩირი ან ნიგვზის მიქსი(ესეც სურვილისსამებრ)

200გრ.სქელი არაჟანი

ვანილი(გემოვნებით)

მომზადების წესი

100მლ.ცხელ ნაღებში გავადნოთ შოკოლადი,სასურველია ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ თუ დარჩა კიდე გასადნობი შოკოლადი ქვაბში.

ნაღები(რაც დაგვრჩა)გავთქვიფოთ კარგად,ანუ კრემის მასამდე.

საცერში გატარებული ხაჭო 2 ნაწილად გავყოთ.

არაჟანი,კარაქი 2 ნაწილად გავყოთ.

1-ნაწილი:

გავთქვიფოთ 80გრ.შაქარი და კარაქი.შევათქვიფოთ ხაჭოს ნაწილი .დავამატოთ ვანილი და თუ გსურთ ცუკატები.შევურიოთ კოვზით არაჟანი და გათქვეფილი ნაღების 2/3 ნაწილი(ვიზუალურად გაყავით მასა სამზე და მისი 1/3 გადაიღეთ შოკოლადის მასისთვის)(სასურველია ურიოთ,ქვემოდან ზემოთ).

2-ნაწილი:

გავთქვიფოთ 60გრ.შაქარი და კარაქის ნაწილი.შევათქვიფოთ ხაჭოს ნაწილი.დავამატოთ გამდნარი შოკოლადის მასა+კაკაო,ასევე ნაღები და არაჟანი.

თუშფალანგზე ან რამე ყალიბში,რომელსაც აქვს ნასვრეტები,ჩაუფინოთ 4 ფენად დაკეცილი მარლის ნაჭერი და დავიწყოთ ხაჭოს მასის მოთავსება.ჯერ ვანილის მასით დავიწყოთ და შოკოლადის მასით, ფენაფენა გავშალოთ ერთმანეთის ზემოდან.გადავუკეცოთ მარლის ნაპირები ,დავადოთ თეფში ან სხვა რამე.ზემოდან დავადგათ სიმძიმე.გავაჩეროთ მთელი ღამე და დღისით შევდგათ მაცივარში,ან პირიქით J.

პ.ს.ხაჭოს ყიდვისას გირჩევთ გემო გაუსინჯოთ.უნდა იყოს ახალი და არა მომჟავო გემოთი,თან მომშრალო კონსისტენციის.

არაჟანი სქელი კონსისტენციის შეიძინეთ.

შაქრის რაოდენობა მიახლოებითია,როცა ხაჭოს ორივე მასა მზად იქნება გემო გაუსინჯეთ,თუ შაქარი აკლია შეგიძლიათ დაამატოთ.სასურველია პუდრის სახით.

მიმოხილვა

 

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze