Pages

ფორთოხლის ცუკატები


1კგ ფორთოხლის ქერქი
1.300 კგ შაქარი

3 ჭიქა წყალი

ქერქები ჩაალბეთ ცივ წყალში 3 დღის განმავლობაში, დილა-საღამოობით უცვალეთ წყალი. შემდეგ წამოადუღეთ 20-25 წუთი, გადაწურეთ და დაჭრეით სასურველ ზომაზე.
შაქრითა და წყლით მოამზადეთ სიროპი. მდუღარე სიროპში ჩაყარეთ ქერქები და წამოადუღეთ 5-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. დაახლოებით 5-6 საათში ისევ წამოადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
ასე გააკეთეთ 3-4 ჯერ 10-12 საათის ინტერვალით(ანუ 2-3 დღის განმავლობაში დილით და საღამოს). თანდათანან ქერქებზე შაქარი დაკრისტალდება და გაშრება.
ბოლო წამოდუღების შემდეგ გადაიტანეთ რაიმე დაფაზე და გაშალეთ რომ გაშრეს.
შეინახეტ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. საკმაოდ დიდხანს (3 თვემდე) ინახება
დამატებითი ინფორმაცია
ეცადეთ,გარჩევისას ფორთოხლის ქერქებს დიდი რაოდენობით არ მიაყოლოთ თეთრი ნაწილი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიწვას ქერქები

 ერთ დღეში გამზადდა, ანუ სულ დაახლოებით 1,5საათში

http://forum.ge/?f=82&showtopic=34330612&st=1485


1კგ ფორთოხლის კანი დავჭრათ 1 სმ სიფართის და დაახლოებით 3 სმ სიგრძის ზოლებად.ჩავყაროთ ცივ წყლიან ქვაბში ისე რომ დაიფაროს კარგად და ავადუღოთ, ვადუღოთ 10 წუთი, მერე გადავწუროთ დრუშლაგზე, ფორთოხლის კანებიანი დრუშლაგი შევუშვიროთ გამდინარე ცივ წყალს .
2. ისევ ჩავყაროთ ცივ წყლიან ქვაბში ფორთოხლის კანები და ისევ ვადუღოთ 10 წუთი. და ყველაფერი გადაწურვის შესახებ გავიმეოროთ 4ჯერ(ეს ოროცესი იმისთვისაა, რომ ფორთოხლის კანს სიმწარე გამოუვიდეს და მხოლოდ არომატი დარჩეს)
3 .როცა ხარშვის პროცესს მორჩები, გადაწურულ ფორთოხლის კანს გადადებ გვერდზე , ქვაბში 1 ჭიქა შაქრისა და 0,5ჭიქა წყლისაგან მოამზადებ სიროპს და ადუღებ შაქრის გადნობამდე,ჩაამატებ 1/3 ჩაის კოვზ ლიმონმჟავას(ეს იმიტომ რომ ცუკატებს სირბილე შეუნარჩუნოს)
4.ჩაყრი ფორთოხლის მოხარშულ კანს ამ სიროპში და ნელ გაზზე ადუღებ იქამდე, სანამ არ შეიწოვს სიროპს თითქმის ბოლომდე .
5.მომზადებულ დასიროპებულ ფორთოხლის კანებს ისევ დრუშლაგზე გადაიტან რომ ზედმეტი სიროპი ჩამოიწუროს, თუმცა ბევრი არაფერი ჩამოვა თუ კარგად ჩახარშავ კანებს სიროპში.
6.მერე აიღებ საცხობ ფირფიტას და ქაოსურად დაალაგებ კანებს და შეაგდებ ღუმელში დაბალ ცეცხლზე სულ 15 წუთი. მერე დაყრი თეფშზე შაქრის პუდრს და გამომშრალ ფორთოხლის ცუკატებს ამოგვანგლავ პუდრში..
სულ ეგაა.ხო კიდევ შაქრის პუდრიანი ცუკატები მაცივარში შეინახე.
ეს ცუკატების სწრაფი მომზადების მეთოდია, ხოლო თუ სიროპიან ფორთოხლის ცუკატებს ცალკე ფირფიტაზე 3 დღე გამოაშრობ და არა ღუმელში უფრო კარგია.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze