Pages

ფორთოხლის მარმელადი


500 გ შაქარი
150-180 მლ წყალი
3 ფორთოხალი(გაფცქვნილ-გასუფთავებულ მდგომარეობაში უნდა იყოს 500-600 გ)+მათი კანი+ 1 ფორთოხლის კანი

1 პატარა ან 1/2 დიდი ლიმონი.

ფორთოხლებს თხლად ააჭერით კანი, თეთრი ნაწილი არ მიაყოლოთ, და დაჭერით წვრილ ჩხირებად, სულ 4 ფორთოხლის კანი გამოვიყენე

კანები ჩაყარეთ მდუღარეში და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20-25 წუთი, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და ცივ წყალს მიუშვიურეთ სანამ მთლიანად არ გაცივდება. დაწურეთ ზედმეტი სითხისგან.
შაქარს დაამატეთ წყალი და შემოდგით ცეცხლზე, რომ ადუღდება ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ თავახდილი 20 წთ.
ამასობაში რბილობი კარგად გაასუფთავეთ თეთრი კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად, წვენი არ დაგეღვაროთ, შეაგროვეთ.20 წუთიანი დუღილის შემდეგ შაქრიან სიროპში ჩაყარეთ ფორთოხლის კანები და კიდევ 20 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ, თავსახური კი მხოლოდ ნახევრად დააფარეთ ქვაბს.
ამ დროის შემდეგ ჩაუშვით სიროპში დაჭრილი ფორთოხალი თავის წვენიანად და ჩააწურეტ ლიმნის წვენიც. განაგრძეთ ხარშვა თავახდილი,დაახლოებით 1 სთ. პერიოდულად ამოურიეთ. მზაობა შეამოწმეთ ასე: სიროპის რამდენიმე წვეთი დაასხით თეფშზე და გააგრილეთ, შემდეგ გასინჯეთ, თუ ძალიან თხევადია, განაგრძეთ ხარშვა, თუ სიბლანტე და სისქე გაკმაყოფილებთ, შეწყვიტეთ და ცხელი გადაიტანეთ მინის ქილაში.თუ ფორთოხალს ან ლიმონს (ან ორივეს) აქვს კურკები, სასურველია მოაგროვოთ, მარლაში გამოკრათ და ხარშოთ ნაყოფთან ერთად, შემდეგ კი გადააგდოთ. ეს ხელს უწყობს მარმელადს ჟელესებური კონსისტენციის მიღებაში.
თქვენი სურვილით, შეგიძლიათ მარმელადს დაამატოთ სხვადასხვა არომატი: მანილი, ვისკი და ა.შ. მე არ დამიმატებია არაფერი


წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze