Pages

სახლის მარშმელოუ შოკოლადში


25-30 გრამი ჟელატინი ჩაალბე ნახევარ ჭიქა ანადუღარ წყალში (მინის ან ლითონის ჭურჭელი ჯობია და დიდი მოცულობით)
150 გრ შაქარს დაამატე 300 გრ წყალი შედგი ცეცხლზე და ოდნავ რომ შეცხელდება დაამატე 160 გრ სიმინდის სიროფი. წამოდუღებამდე ურიე და ბუშტუკებს რომ გაიჩენს 8-10 წუთი დატოვე ცეცხლზე. გამანაწილებელი და დაბალი ცეცხლის ალი აუცილებელია!
შემდეგ მოიმარჯვე მიქსერი და ეს ცხელი მასა პატარა ჭავლით ჩაუშვი ჟელატინიან მასაში. მიქსერი თავიდან დაბალ სიჩქარეზე უნდა გქონდეს ჩართული. სიროფს სულ რომ ჩაასხავ, მერე სიჩქარესაც მოუმატებ. 10 წუთში მიიღებ თეთრ, ღრუბელივით ფაფუკ მასას. ესაა მარშმელოუ.
მასა უნდა მოათავსო ყალიბში, აუცილებლად დაუფინე ცხიმწასმული კალკა. 6 საათის შემდეგ შეგიძლია მარშმელოუ დაჭრა და შოკოლადში ამოავლო.

სიმინდის სიროპი შეგიძლია შეცვალო თხელი თაფლით, მაღაზიებში იყიდება 200 გრამიანი შეფუთვით.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze