Pages

პანა კოტაPanna Cotta


400 მლ ნაღები
250 მლ რძე
სადღაც 100 გრ შაქარი, + -
6 ფირფიტა ჟელატინი
ვანილი (ჩხირები, ვანილის შაქარი, ესენცია, ნებისმეირი. იასნია რო ჩხირები ყველაზე კაია).
+ ფორთოხლის ცედრა, შეგიძლიათ მის გარეშეც.

აი ჟელატინზე მინდა გავჩერდე. მე ჯორჯიტაში ნაყიდ ფირფიტებს ვხმარობ და ამ რაოდენობაზე კაკ რაზ ერთი შეკვრა მიდის, ანუ 6 ფირფიტა. თურმე ნუ იტყვი და ჟელატინი განსხვავდება თავისი შეკვრის უნარიანობით, ყველაზე კარგს "ოქროს" ხარისხი აქვს, ხოდა აი კაკ რაზ მაგას ვუშვები. ამიტომ პასუხს ვერ ვაგებ სხვა ჟელატინებზე, ვინაიდან პანა კოტას გარდა არასოდეს არაფერში არ ვხმარობ.
მაშდამე წავიდა:

ფირფიტებს ალბობთ ცივ (!) წყალში, დაახლ 10 წუთი, სანამ არ დარბილდება.
ამასობაში, 200 გრ ნაღებს და 250 გრამ რძეს ურევთ ერთმანეთში, ამატებთ შაქარს, ვანილს, ცედრას (თუ ამატებთ), და აცხელებთ. აი არ უნდა ადუღდეს, ახლოს უნდა იყოს ადუღებასთან, მარა ადუღების საშუალება არ უნდა მისცეთ. ამასობაში დარჩენილი 200 გრამი ნაღები ათქვიფეთ ლაითად (პრინციპში ეგ არაა აუცილებელი, შეგიძლიათ თავიდანვე 400 ჩაასხათ და მაგის დედაც, მარა ათქვეფილით უფრო ნაზი გამოდის). ამასობაში დარბილებული ჟელატინი დაუმატეთ უკვე ცხელ რძეს და ნაღებს და მოურიეთ კარგად, რომ გალღვეს. მერე ამ მასას დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. შემდეგ აიღეთ ფორმები, ან ჭიქები, გაანაწილეთ ეს თქვენი პანა კოტა და 2-3 საათით შედგით მაცივარში. ხო. ნუ მორთვას რაც შეეხება, სულო და გულო რა. აი რასთანაც ერთად გინდა, იმასთან ერთად ჭამე კენკროვანებით დაწყებული, ნიგვზით და დარიჩინით დამთავრებული. ვაბშე ფანტაზიის გასაქანს იძლევა ეგ რეცეპტი მოშნად. კაროჩე, ინჯოი

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze