Pages

შოკოლადის ნაყინი


http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=357

  • 100-120 გრ შოკოლადი
  • 3 ჩ.კ კაკაო
  • 1 შესქელებული რძე (თეთრი)
  • 2 ს.კ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 50 გრ კარაქი
  • 400-500 მლ მაღალპროცენტიანი ნაღები ან კარგი ხარისხის არაჟანი, ასევე მაღალპროცენტიანი
  • მომზადების წესი
  • პატარა ქვაბში აადუღეთ წყალი, ზემოდან დაადგით შესაბამისი ზომის თასი ან ჯამი, მოათავსეთ მასში შოკოლადი, შაქარი, კაკაო, კარაქი და გაადნეთ. გამდნარს შეურიეთ კვერცხის გულები და კარგად გახსენით. დაახლოებით 5-7 წუთი დატოვეთ ეს მასა ორთქლზე, რომ კვერცხი დამუშავდეს, თან ურიეთ. ჩაამატეთ შედედებული რძე, კარგად გახსენით და კვლავ დატოვეთ დაახლოებით იმდენივე ხანს. ამ პერიოდში კვერცხი ცხელ ორთქლზე კარგად დამუშავდება. შეაგრილეთ შოკოლადიანი მასა.

    გათქვიფეთ ცივი ნაღები ან არაჟანი და ნაწილ ნაწილ ჩაასხით მასში შოკოლადის მასა, თან ურიეთ რომ ერთგვაროვანი კრემისებური კონსისტენცია მიიღოთ და არ აიჭრას.

    ჩაასხით პლასტიკის ყუთში და გაყინეთ, გაყინვის პროცესში რამდენჯერმე ამოურიეთ ყოველ 40-60 წუთში ერთხელ

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze