Pages

შოკო კოკო


ნიჟარისთვის:
200გ თეთრი შოკოლადი

შიგთავსისთვის:
200გ თეთრი შოკოლადი
100მლ არაჟანი
50გ გახეხილი ქოქოსი

დაწყებამდე 1 საათით ადრე შედგით საყინულეში კექსისთვის განკუთვნილი სილიკონის მინი-ფორმები

გაადნეთ თეთრი შოკოლადი წყლის აბაზანაში და აცალეთ ცოტა გაგრილება
გამოიღეთ ფორმები საყინულედან და ფუნჯით წაუსვით შოკოლადის პირველი ფენა, შედგით მაცივარში 5 წუთით და შემდეგ წაუსვით მეორე ფენაც
და შეინახეთ ისევ ცივად
დარჩენილი გამდნარი შოკოლადი შეინახეთ 30°-ზე გამთბარ ღუმელში, რომ არ გადნეს

მოამზადეთ შიგთავსი: გაადნეთ მეორე 200გ შოკოლადი დაბალ ცეცხლზე არაჟანთან ერთად, მორევით მოახდინეთ მათი ჰომოგენიზირება
გადმოიღეთ ცეცხლიდან და აცალეთ ცოტა შეგრილება 
შემდეგ ჩაყარეთ ქოქოსი და შეურიეთ
ამოავსეთ მაცივრიდან გამოღებული ნიჟარები მომზადებული მასით და ისევ შეინახეთ ცივად კაი 4 საათის განმავლობაში
შემდეგ ზემოდან წაუსვით ღუმელში შენახული მდნარი შოკოლადი და იდეალურად მოასწორეთ, რომ სწორი ძირები ქონდეთ
და ისევ შედგით სიცივეში

იდეალურია ეს ტკბილეული მოამზადოთ წინა დღით და გამოიღოთ მაცივრიდან სერვირებამდე ნახევარი საათით ადრე

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze