Pages

ნაყინი კრემ ბრიულე


ნაღები - 0,5 ლ ( 33-35 %)
მოხარშული შესქელებული რძე - 300 გრ
რძე - 150 მლ
კვერცხის გული - 2 ცალი
ფქვილი - 2 ს/კ
ვანილი
კვერცხის გული ავთქვიფოთ ფქვილთან ერთად სანამ არ გათეთრდება.
დავამატოთ შესქელებული რძე და ავურიოთ კარგად
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ სგუშონის მასა, თან ვურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ გასქელდება ( არ უნდა ადუღდეს) კრემი მალე სქელდება.
გავაციოთ.
ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ კრემს.
ჩავასხათ პლასტიკის ყუთში და ჩავდგათ საყინულეში. 40-50 წუთის მერე ნაყინი უნდა კარგად ავურიოთ და 30-40 წუთის მერე ისევ. ეს საჭიროა , რომ ნაყინი თნაბრად გაიყინოს და კრისტალები არ გაჩნდეს.

რბილი კარამელის სოუსი http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=322&Itemid=55

200 გრ შაქარი
6 ს.კ კარაქი
100 მლ ნაღები
ყველა ინგრედიენტი წინასწარ მოიმარაგეთ და ახლოს იქონიეთ
ღრმა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, თან ხის კოვზით ურიეთ. მიიღებთ ყავისფერ მასას
ჩაამატეთ კარაქი და განაგრძეთ მორევა
როცა მთლიანად გადნება შემდეგ ამატებთ ნაღებს და კარგად გახსნით
ადუღეთ რამდენიმე წუთი, შესქელებამდე
მზა კარამელს ინახავთ მაცივარში. გამოყენების წინ შესაძლებელია შეთბობა, უფრო რომ გათხელდეს
კარამელის მომზადება დელიკატური პროცესია, იყავით ფრთხილად, შესაძლოა ცხელი შაქრით დაიწვატ, თუ კანზე მოგხვდათ.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze