Pages

ბლომანჟე


სამი ფენა, ხილის, არაჟნისა და შოკოლადის; ბლომანჟეს ჭრილში რომ შევხედოთ – პირველი ფენა იქნება მთელი სიმაღლის 3/5, შემდეგ 1/5 თეთრი ფენა და 1/5 ყავისფერი ფენა.

ფენების მომზადება:
1.ჟელატინი დაალბეთ 1 ლიტრი სითხისსათვის. გამოიყენეთ მარწყვის, ალუბლის ან რაიმე სხვა წითელი კერკრის კამპოტი. როგორც წესი სიტკბოს დამატება არ უნდა დაჭირდეს, თუმცა მაინც გაუსინჯეთ გემო. თან გაითვალისწინეთ, რომ როცა ჟელატინიანი მასა ცივდება, სიტკბოს გარკვეულად კარგავს. ჟელე და წვენი აურიეთ ერთმანეთს, შედგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. გადმოდგით და ჩაასხით ფორმებშ ან ერთ ფორმაში. შედგით მაცივარში, ზედაპირის გამაგრებამდე.
2.დაალბეთ ჟელატინი ასევე 1 ლიტრი მასისათვის.
3.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის გული და 4 სადილის კოვზი შაქრის გოგლი-მოგლი, ცალკე ათქვიფეთ ცილა ასევე 4 სადილის კოვზ შაქართან ერთად და შემდეგ შეურიეთ ერთმანეთს. ამ მასას შემდეგ დაამატეთ 400 გრ არაჟანი და ერთ მასად აქციეთ. ჟელატინი თუ უკვე დამბალია დაამატეთ ამ მასას და შედგით დაბალ ცეცხლზე, რომ ჟელე კარგად შეერიოს მთელ მასას. მალევე გადმოდგით, არ გააცხელოთ. თუ სიტკბო აკლია – მე ცოტა შესქელებულ რძეს ვამატებ, ბევრი არ უქნათ, მთლიანად თავის გემოზე წაიყვანს.
4.ეს მასაც შედგით მაცივარში, ცოტა შესქელდეს, როცა წითელი ფენა გამაგრდება, არაჟნის მასის ნახევარი დაასხით ზემოდან ნელ-ნელა. ჩქარა რომ დაასხათ, შეიძლება ჟელეს ქვედა ფენა «ამოთხაროს». შედგით ისევ მაცივარში;
5.არაჟნის მასას დაამატეთ გამნდარი შოკოლადი ან 2-3 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი (რაოდენობა მაინც კაკოს ხარისხზეა დამოკიდებული).
6.როცა არაჟნიანი ფენაც გამაგრდება, შეგიძლიათ ეს მესამე, შოკოლადის ფენაც მოასხათ ზემოდან.

ასევე შეიძლება მხოლოდ შოკოლადის მასით მოამზადოთ ბლომანჟე, თუ არ ვცდები ეს უკვე «შოკმანჟე» იქნება.

http://forum.ge/?f=82&showtopic=33790697&st=0  breaky

ორი კვერცის გული, ერთნახევარი ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით. შევათქვიფოთ ერთი ნახევარკილოიანი ქილა არაჟანი. დავუმატოთ ვანილი. მანამდე დავალბოთ ორი ს.კ. ჟელატინი ნახევარ ჭიქა გადადუღებულ, ცივ წყალში, მივიყვანოთ ადუღებამდე და შევურიოთ ერთმანეთს. მერე ჩაასხამ ფორმებში და გაყინავ, ნახევარ საათში იყინება საყინულეში.
ხანდახან ფენა ფენად ვაკეთებ. ჯერ კაკოიან ფენას გავყინავ, შემდეგ მოვსხამ ლიმნიანს, შემდეგ თეთრს.

უკვერცხოდაც გამიკეთებია და მშვენიერი გამოდის.
ზემოდან ხანდახან ხილის ჟელეს თხელ ფენას ვუკეთებ ხოლმე.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze