Pages

ტკბილი ფლავი


სასურველია თუჯის ქვაბი გამოვიყენოთ. 150გ კარაქი დავადნოთ ქვაბში, ჩავყაროთ 2 ჭიქა გარეცხილი გრძელი ბრინჯი და მოვხალოთ მუდმივი მორევით. დავასხათ 4 ჭიქა მდუღარე წყალი, ციტა მარილი დავუმატოთ და ფორთოხლის ცედრა. 15 წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ. ფლავში ჩავაწყოთ ქლიავები, ქვაბს გადავაფაროთ ქაღალდები, ზემოდან თავსახური დავდოთ, მთლიანად შევფუთოთ გაზეთებში ან ტილოებში.
ამასობაში სქელ სეროფში მოვხარშოთ ფორთოხლის ცედრა და ქიშმიში.

ნახევარ საათში ბრინჯი გაფუებულ-გაფანტული იქნება და ქლიავიც ჩახარშული. ფლავს რომ ამოიღებ ზემოდან მოასხამ ქიშმიშს თავისი სეროფით.

გაითვალისწინე:
1. კარაქი შეგიძლია მეტიც გამოიყენო
2. თუ შავი ქლიავის ჩირით აკეთებ - მოხარშე ვქიშმიშთან ერთად.
3.შეგიძლია ვაშლები ჩააწყო ცეცხლგამძლე მინის ქვაბში, ზემოდან მოაყარო გამზადებული ფლავი, იმის ზემოდან მოასხა თაფლი ან სეროფში მოხქრშული ქიშმიში და შედგა ღუმელში ვაშლის ჩარბილებამდე. ყველაზე ზემოდან კარაქის კუბიკები დააწყე, რომ გაუჯდეს

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze