Pages

კომშის მურაბა


კომში 1 კგ
შაქარი 1 კგ
წყალი2 ჭიქა
კომში გარეცხე კარგად, გაფცქვენი და დაჭერი სასურველ ნაჭრებად. აადუღე წყალი და ჩაყარე შიგ კომშის ნაჭრები, დაახლოებით 3-5 წთ, ამოალაგე კომში თუშფალანგზე. კომშის ნახარში წყალი გადაწურე, რა რაოდენობაც დაგჭირდება ნახარში (2 ჭიქა ერთ კგ კომშზე) ჩაყარე საჭირო ოდენობის შაქარი და მოხარშე სიროფი. ცხელშივე ჩაყარე მომზადებული კომში და ნელ ცეცხლზე დადგი. მიიყვანე ადუღებამდე და გადმოდგი. გააჩერე სანამ არ გაცივდება. ასე გააკეთე ორჯერ, მერე კი მიიყვანე მზადყოფნამდე.
შეგიძლია მოამზადო ჯემიც, ან მარტო კომში, ან ანტონოვკა და კომში, კარგია მსხალთან ერთადაც.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze