Pages

ჰალვა მანანის ბურღულით


1ჩ.ჭ.მანანის ბურღული
3/4 ჩ.ჭ ერბო(მე კარაქი გადავადნე)ან 200გრ დაჩა
1 ჩ.ჭ ყავისფერი შაქარი(თეთრიც შეიძლება)
2 ჩ.ჭ. წყალი
2ს.კ. ქოქოსის ფანტელი
2 ს.კ. ქიშმიში
1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
1/4 ჩ.წ ნიგოზი
1/3 ჩ.კ. მუსკატის კაკალი(აუცილებელია!)

ვამზადებთ სეროფს წყლის და შაქრის ნარევით,როგორც კი ადუღდება ვამატებთ სეროფში:კოკოსის ფანტელს,ქიშმიშს,ცედრას,მუსკატის კაკალს(დაფქვილს),ვაფარებთ სახურავს და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ.
ამ დროს ერბოს ვაგდებთ ტაფაზე და გახურებულზე ვაყრით მანანის ბურრულს,ვშუშავთ ოქროს ფრამდე,ვაყრით დაქუცმაცებულ ნიგოზს,ვაგრძელებთ კიდევ შუშვას(ცოტახნით,არდაწვათ) და ცხელ სეროფს ვასხავთ,თან ურევთ სულ!
გაფრთხილება!ცხელი სეროფი ძალიან სახიფათოა,ამიტომ ფრთხილად ვამატებთ(შხეფები არმოგხვდეთ!!!)უმჯობესია ხის გრძელტარიანი კოვზით ურიოთ თან!
როგორც კი ქვაბის(ან ტაფის)კედლებს მანანის მასას ადვილად აცილებას დაიწყებს,გამორთედ და სახურავი დააფარეთ.5-10 წუთში მზად არის ჰალვა!

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze