Pages

ხაჭოს ნაყინი შოკოლადით და კარამელით rtuli


500გრ. ხაჭო(აუცილებლად ძალიან ახალი უნდა იყოს)
500 მლ. ნაღები 36%
1 ყუთი სგუშონi ვანილი

შოკოლადისათვის:

100 გრ. შოკოლადი(კარგი ხარისხის უნდა იყოს ,მაგალითად პლიტკა შოკოლადი ,,ბარონი,,)
1 ს.კ. კარაქი
3 ს.კ.რძე                   კარამელისათვის: 1 ჩ.ჭ შაქარი
                                                       4 ს.კ. რძე
                                                       1 ს.კ.კარაქი

გავატაროთ ხაჭო საცერში,გავთქვიფოთ კარგათ მიქსერით და ცოტცოტა შევათქვიფოთ სგუშონი,ამოვიყვანოთ ფუმფულა მასა.
ცალკე გავთქვიფოთ ნაღები,ამოვიყვანოთ ღრუბელივით(არგადათქვიფოთ!)
ეს ორი მასა ერთმანეთში გადაურიოთ.

მოვამზადოთ კარამელი:
სქელ ძირიან ქვაბში,ჩავყაროთ შაქარი დავამატოთ რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე ცოტა მოურიოთ რომ,შაქარი გადნეს,მივცეთ საშვალება ადუღდეს და ვხარშოთ კარამელიმოყავისფრო ფერამდე(აღარ ურიოთ!),გადმოვდგათ და კარაქი დავამატოთ.შეგვიძლია ცოტა ლიმონის წვენი დავამატოთ თავიდან,ხარშვის წინ.

შოკოლადი დავამტვრიოთ ,ჩავყაროთ ქვაბში(პლასტმასის ჭურჭელში) ,დავამატოდ რძე და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ,გადმოვდგათ და კარაქი ჩავაგდოთ.

ნაყინის ფორმის ძირზე მოვასხათ გაციებული კარამელი,ზემოდან შოკოლადი მერე დავადოთ ნაყინის მასა,ისევ გავიმეოროთ ფენებათ.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze