Pages

ცოცხალი ვარდების გამოშრობა ტკბილეულისათვის


ნამცხვრებისა და სადღესასწაულო კერძების გაფორმების ერთი მარტივი და სწრაფი მეთოდი მინდა შემოგთავაზოთ.

1. ცოცხალ ვარდებს წავაჭრათ ღერო და ფოთლები, დავუტოვოთ 3-5 სმ-ის სიგრძის ღერო;
2. ამოვავლოთ წყალში ან სულაც გავაჩეროთ 2-3 წუთი წყლიან ჭიქაში;
3. ამოვიღოთ ვარდი წყლიდან, დავფერთხოთ ზედმეტი წყლისგან და ამოვავლოთ შაქრის პუდრში;
4. დავდოთ აირ-ღუმელის 'სეტკაზე' და შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში;
5. ღუმელის ტემპერატურა უნდა იყვეს საშუალოდ 70-80 გრადუსი ცელსიუსით და ანთებული ორივე, ზედა და ქვედა მხრიდან;
6. დაახლოებით 40-50 წუთში ვარდები მზად უნდა იყვეს, თუმცა პერიოდულად მაინც შეამოწმეთ და თუ საჭიროა მდებარეობაც შეუცვალეთ მათ;
7. ვარდები შეიძლება დაალაგოთ როგორც ყუნწით ქვემოთ, ასევე ჩამხობილიც ან გვერდულად.
8. შეიძლება შაქარმა წვეთა დაიწყოს, ამიტომ ვარდებს ქვემოდან დაუფინეთ ფუნუქის ფიცარი ან კულინარიული ვერცხლის ქაღალდი.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze