Pages

ანანასის ქოხი' ტკბილი ბრინჯითა და გამომშრალი ხილით


1. მასალა: 1 ანანასის შიგთავსის გამოსატენად საჭიროა - 200 გრამი ბრინჯი - მოხარშული ინსტრუქციის შესაბამისად (მე უპირატესობას ვანიჭებ ტაილანდურ, განსაკუთრებული არომატის მქონე გრძელ ბრინჯს, ან ბასმათი ბრინჯს).
ცალკე მზადდება სიროფი - 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი შაქარი (ეს გემოვნებით შეიძლება), ქიშმიში და სხვა გამომშრალი ხილი გემოვნებით დაახლოებით 2 ჩაის კოვზი, სხვადასხვა თხილი დაჭრილი ესეც დაახლოებით 2 ჩაის კოვზი. წვრილად დაჭრილი ანანასი - 1-2 სუფრის კოვზი. კარაქი ან ერბო - 30-50 გრამი.

მომზადების წესი:
1. ზოგადად ბრინჯი იხარშება შემდეგი წესით - 1 ჭიქა ბრინჯი - 1,5 ჭიქა წყალი მოვათავსოთ ქვაბში და შევდგათ მაღალ ცეცხლზე, როგორც წყალი ადუღდება - მაშინვე გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ ასე წყლის მთლიან ამოშრობამდე - გამორთეთ ცეცხლი და აცალეთ კიდევ 10-15 წუთი, რათა ბრინჯი აფუვდეს.

2. ანანასს წააჭერით ფოთლებიანი მხარე, ისე რომ გამოვიდეს თავსახურივით. შემდეგ გამოქუთნეთ სპეციალური საჭრელით ან სხვა შესაძლო ინსტრუმენტებით.

3. გააკეთეთ სიროფი, ანუ თაფლი და შაქარი მოათავსეთ ჯამში და შედგით დაბალ ცეხლზე - მუდმივი რევით, როცა შაქარი გაიხსნება- დაუმატეთ ხილი და თხილეული.

4. ბრინჯი, კარაქი და მიღებული სიროფი აურიეთ ერთმანეთში ან ფენა-ფენად ჩააწყვეთ ანანასში ბრინჯი დასიროფი, დროდადრო დაუფინეთ კარაქის თხელი ფენებიც.

5. მიღებულ ანანასის სატენს დაახურეთ ანანასისვე თავსახური, რომლის ფოთლებიანი ნაწილიც გახვეული იქნება ვერცხლის ქაღალდში - რომ არ დაიწვეს. ეს ყველაფერი მოათავსეთ პატარა ზომის ცეცხლგამძლე კონტეინერზე და და შედგით გახურებულ ღუმელში 15-25 წუთი. თუ ანანსი იმდენად მაღალია, რომ თქავისივე თავსახურით არ ეტება ღუმელში, მაშინ სატენიან ნაწილს უბრალოდ გადააფარეთ ვერცხლის ქაღალდი, ან ანანასის ნაჭრები და ისე შედგით.

6. როცა მზად იქნება და გამოიღებთ - მოასხით ის წვენი რაც გაუვიდა და კონტეინერზე დაგროვდა

smile.gif



7. თუ სპეციალური საჭრელი არ გაქვთ და მაშინ მარტივი გამოსავალია ანანასი "დააწვინოთ" და გაჭრათ ჰორიზონტალურად - შუა ნაწილს ზემოთ, მაშინ მიიღებთ ნავისებური ფორმისას, იმის გამოშიგნვა უფრო ადვილია. აავსეთ ერთი ნაწილი ფლავის შიგთავსით და დაახურეთ ზედა ნაწილი

smile.gif



8. ეს ზოგადად გამოდის ერთი ან ორი პორცია, თუ დიდი სუფრისთვის გინდათ, მაშინ ანანასის ქოთანში ჩაასხით სიროფი და და ასე ცალკე მიიტანეთ სუფრაზე მოხარშულ ტკბილ ბრინჯთან ერთად. ეს იქნება "გაწურული ტკბილი ფლავი" ანანასის სიროფით

smile.gif

 

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze