Pages

ნაყინი LUTA


-ნაყინისთვის დაგჭირდება :

იტალაიური მერინგა. ასე მომზადებული 

125 გრამი კვერცხის ცილა
50 გარმი წყალი
250 გრამი შაქარი
კვეცხის ცილას დავაყაროთ 50 გრამი შაქარი და დავიწყოთ ათქვეფა. 200 გრამი შაქარი + 50 გრამი წყალი მივიყვანოთ 121 გრადუსამდე და ცხელივე წვრილ ხაზად შევურიოთ ცილებს. ვთქვიფოთ სრულ გაციებამდე

100 გარმი მოხარშული კრემი 

ზუსტად 100 გრამის პროპორციების ვერ დაგიწერ 
400 გრამი რძე + 100 გრამი ნაღები აადუღე . ცალკე გათქვიფე 5-6 კვერცხის გული + 150 გრამი შაქარი და 50 გრამი სიმინდის სახამებელი.

როცა რძის მასა ადუღდება შეურიე კვერცხიანი მასა და მოხარშე + ვანილის ჯოხი .

ასე მომზადებული კრემიდან ამოიღე 100 გრამი და შეურიე ნაზად მერინგა იტალიანას + ამ მასას დაუმატე ცალკე ათქვეფილი 200 გრამი ნაღები .

შოკოლადიანი ნაწილი მზადდება იგივენაირად, ოღონდ მოხარშულ კრემს ემატება 150 გრამი გამდნარი შოკოლადი . მერე ერევა მერინგა და ბოლოს 

ნაღები. მოათავსე ფორმაში და გაყინე .

ზემოდან მოსასხმელი გლაზური. აიღე 200 გრამი შოკოლადი და 200 გრამი ნაღები. გააცხელე ნაღები და ჩაყარე შოკოლადი რომ გადნეს .

მოასხი ზემოდან. 

პროპორციები მერინგასი და კრემის აიღე გაორმაგებული და მერე გაყავი შუაზე . ერთ ნახევარს დაუმატე შოკოლადი მეორე ნახევარი დატოვე თეთრი. ასე უფრო მარტივია მომზადება .

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze