Pages

სამარხვო ლიმნის კოვრიჟკა


ფქვილი - 300 გრამი
შაქარი - 100 გრ.
სამარხვო კარაქი - 120 გრ.
ჩაი - 200 მლ.
კურკუმა - 1 ჩაის კოვზი
ფინიკები - 1 მუჭა
ნიგოზი - 1 მუჭა
ცომის გამაფხვიერებელი (პაკეტიკებში რომ იყიდება "რაზრიხლიტელი") - 10 გრ.
ლომინი - 1 ც.
ნუშის ფურცლები - 1 სუფრის კოვზი
სოდა

მომზადების წესი: 

ღრმა თასში გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ შაქარი და კურკუმა, მოურიეთ. ლიმნის ცედრა გახეხეთ. მოადუღეთ მაგარი ჩაი და დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს კარაქთან ნახევარი ერთად. სოდა და ნახევარი ლიმნის წვენი აურიეთ, დააცადეთ ცოტა ამოვიდეს და დაუმატეთ ცომს. ნიგვზის ნახევარი დაკეპეთ დიდ ნაჭრებად, მეორე ნახევარი კი - პატარა, ფინიკებიდან ამოიღეთ კურკები და დაკეპეთ. ეს ყოველივე მოათავსეთ ცომში და კარგად აურიეთ. ცომი უნდა მოგაგონებდეთ სქელ არაჟანს. ცომი ჩაასხით ფორმაში და ზემოდან დააყარეთ ნუშის ფურცლები. მოათავსეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყაროთ.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze