Pages

დესერტი კარამელიზირებული მსხლით და ღვინის კრემით


კრემისათვის:
75 გრამი კვერცხის გული
165 გრამი შაქარი
80 გრამი წითელი ღვინო. აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხის . (მე ბაროლო გამოვიყენე )
250 გრამი მასკარპონე
300 გრამი ნაღები 35%

კარამელიზირებული მსხალი:
1 დიდი მსხალი . მსხალი არ უნდა იყოს რბილი და ძალიან მწიფე. მყარი სტუქტურის უნდა იყოს
20 გრამი კარაქი
50 გრამი ყავისფერი შაქარი
50 გრამი მსხლის ლიქორი. ან რომი

250 გრამი ბისკვიტი კუბიკებად დაჭრილი
ღვინო დასანამად

ღვინის მინანქრისთვის:
500 გრამი წითელი ღვინო
150 გრამი გლუკოზას სიროფი (ვაჟინი) ან golden syrup ან თაფლი, ნაკლებად სახასიათო გემოსი. კარგი იქნება მაღაზიის ნაყიდი თაფლი .
დარიჩინი
ანისულის ვარსკვლავი

რაც შეეხება დარიჩინს და ანისულის ვარსკვლავს მათი გამოყენება არ გამოყენება, გემოვნებაზეა დამოკიდებული და ხელს არ უშლის რეცეპტის რეალიზებას. მე პირადად დარიჩინი არ გამომიყენებია .

მომზადების წესი

კრემის მომზადება:

ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და ღვინო. დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ 121 გრადუსამდე . თერმომეტრის უქონლობის შემთხვევაში გასინჯეთ ცივი წყლით სეროფის წვეთი და რბილი ბურთი თუ დარჩა ესიგი ხართ 121 გრადუსზე . ცალკე ჯამში დაიწყეთ კვერცხის გულის თქვეფა. შემდეგ კი შეურიეთ სიროფი ნელ-ნელა. ამ დროს გამოიყენეთ მიქსერის მაქიმლური სიჩაქარე და თქვიფეთ სრულ გაცივებამდე. შემდეგ კი პორციებად შეურიეთ მასკარპონე. შემდეგ კი კოვზით ნაზად დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები .

მსხლის კარამელიზება:

ტაფაზე მაღალ ცეცხლზე მოათავსეთ კარაქი და მსხალი დაჭრილი კუბიკებად . ცხიმი საჭიროა ხილის დასარბილებლად. შემდეგ კი მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და აცალეთ კარამელიზება ორივე მხირდან. ბოლოს მოასხით ლიქორი ან რომი. ამ დროს აალდება და ფრთხილად იყავით ხელები არ დაიწვათ .

ღვინის გლაზური:

ღვინო მოათავსეთ ქვაბში + დარიჩინი, ანისულის ვასკვლავი და დაუმატეთ 150 გრამი გლუკოზას სიროფი ან golden syrup ან თაფლი .

ადუღეთ მანამ სანამ ღვინის 1/3 არ აორთქლდება, მკვრივი სეროფის მაგვარ მასად არ გარდაიქცევა . ამოიღეთ ცოტა თეფშზე და გასინჯეთ სეროფი კოვზის შუაზე გატარებით. ისე როგორც მურაბის მზადყოფნას ვსინჯავთ. თუ მალე შეიკრა ესიგი არაა მზად.

აწყობა:

ჭიქის ფსკერზე მოათავსეთ კარამელიზებული მსხალი. შემდეგ დაადეთ კრემი . მეორე ფენად დააყარეთ ბისკვიტის კუბიკები ღვინით დანამული . შემდეგ ისევ კრემი . შეავსეთ ჭიქა ისე რომ გლაზურისათვის დარჩეს ადგილი. კრემი ზემოდან კოვზით კარგად მოასწორეთ და შემდეგ მოასხით ღვინის გლაზური.

მინანქარი როცა ცივდება - სქელდება, წებოვან მკვრივ მასად გადაიქცევა და მოსხმა შეუძლებელია . ამიტომ შეათბეთ ისე რომ მომსასხმელი კონსისტენციის გახდეს .

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze