Pages

ჯანჯაფილის სიროფი


300 გ ჯანჯაფილი

300 გ შაქარი (ან გემოვნებით)

1 ლ წყალი

ჯანჯაფილი გავრეცხოთ, გავფხიკოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი და წყალი, წამოვადუღოთ. ვადუღოთ დაახლ. 1 სთ დაბალ ცეცხლზე, სანამ 2/3-ზე არ დადგება სითხე. გავაციოთ და გავწუროთ. დარჩენილი ჯანჯაფილის ნაჭრები დავალაგოთ ქაღალდ ან ფოლგადაფენილ დაფაზე და გავაშროთ ჰაერზე. შეგვიძლია შაქარშიც ამოვავლოთ.

სიროპის გამოყენება შეიძლება ჩაიში, ლიმონათში (გავაზავებთ წყლით, დავამატებთ ლიმონს, პიტნას და ა.შ.) კოქტეილებში. ხოლო ჩირი ძალიან უხდება კექსებსა და სხვადასხვა სახის ხრაშუნა ნამცხვრებს, სადაც საერთოდ ჩირეული გამოიყენება

რაღაც დროის შემდეგ ჩირი ხმება,მაგრამ ნუ შეშინდებით,დააქუცმაცეთ და თამამად გაურიეთ ცომეულში, ცხობისას რბილდება და საოცარ არომატს აძლევს ნაწარმს :)

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze