Pages

სიმინდის (ან გლუკოზის) სიროფი


3 ტარო სიმინდი, დაახლოებით 600 გრამი

1.5 ლ წყალი

1 კგ შაქარი

3-4 ჩ.კ ლიმონის წვენი

2 ჩ.კ მარილი

3 ტარო სიმინდი დავტეხე და მოვხარშე. მოხარშულს მარილი მოვაყარე და მივირთვი, დარჩენილი წვენი კი გავწურე და შაქარი დავამატე. ლიმონის წვენიც სჭირდება, რომ შაქარი არ დაკრისტალდეს და ცოტა მარილიც. შემდეგ ამ სითხემ უნდა იდუღოს, თავახდილ ქვაბში, საშუალოზე ცოტა დაბალ ცეცხლზე. რაოდენობა თითქმის განახევრდება, სიროფი კი თანდათან გასქელებას დაიწყებს. ამას შეიძლება 1 საათიც დასჭირდეს. პერიოდულად სიროფის სისქეს ვსინჯავდი, თეფშზე ვაწვეთებდი და ვაკვირდებოდი. თაფლივით სისქე რომ მიიღო, გავაციე და ქილებში გადავიტანე თავისთავად სიროფს არაფრის გემო არ აქვს, უბრალოდ ტკბილია და საშინლად წებოვანი. რამდენიმე რეცეპტში ვანილის ჩხირის დამატებასაც გვირჩევდნენ

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze