Pages

კომშის შენახვა შაქრით


ანიანად თხლად დაჭრილი კომში მოვათავსოთ ოდნავ ღრმა (მაგ. ტორტის ფორმა) ჭურჭელში, ჭურჭელი შევდოთ ღუმელში და საშუალო სიმხურვალეზე მოვშუშოთ თავისივე ორთქლში (კარგად უნდა ჩაიშუშოს), შემდეგ მოშუშული კომში ჩავჭყლიტოთ, მოვაყაროთ შაქარი და შევაბრუნოთ ღუმელში, როგორც კი შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, ავურიოთ, (შეიძლება ცოტა ვანილიც დავამატოთ) და მოვათავსოთ ქილებში, შევინახოთ გრილ ადგილას.

როგორც მირჩიეს, ასე შენახული კომში სრულად ინარჩუნებს ყველა დადებით თვისებას, აქვს შემწვარი კომშის არომატი, საუცხოოა ნამცხვრებში.

 

კომში დავჭრათ თხელ ლებნებად, ამოვუღოთ გული, კანი დავტოვოთ, გავრეცხოთ, გამზადებულ 5 კგ კომშს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს (კომშის გულები ვადუღე და წყლის მაგივრად მისი ნახარში გამოვიყენე ). ვათავსებთ ქვაბში, დავაფაროთ მჭიდროდ თავსახური და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 1 სთ. 
ამ დროის შემდეგ გამოვიღოთ, დავსრისოთ, მასამ შეიძლება მოითხოვოს ნახევარი ჭიქა წყლის დამატება, გადავხადოთ თავზე და ისევ მოვათავსოთ ღუმელში, როცა კომში კარგად დარბილდება დავამატოთ შაქარი. 1 კგ კომშზე დაახლოებით 700-800 გრამი შაქარი (კომშზეა დამოკიდებული) და ისევ შევდგათ ღუმელში.
როცა შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ ვანილი (არ არის აუცილებელი), მოვათავსოთ ქილებში, შევფუთოთ მეორე დღემდე.

წყარო  ბეჭდვა


დესერტები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze