Pages

ქათმის ბლანკეტი n.j.


1 კგ ქათამი
400 გრ ნაღები ან არაჟანი (მე არაჟანი გამოვიყენე)
500 გრ ქამა სოკო
2 კვერცხის გული
2 თავი ხახვი
2 დაფნის ფოთოლი
2 მიხაკის ჩხირი
2 ს.კ ფქვილი
მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი (დანის წვერით)
შავი პილპილი, მარილი, 1/2 ჩ.კ პაპრიკა

რამდენიმე ღერი ოხრახუში

პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათამი შებრაწეთ მსუბუქად ღრმა ქვაბში ან ტაფაზე. დაასხით 500 მლ წყალი, ჩააგდეთ მიხაკჩარჭობილი ხახვის ბოლქვები, დაფნა და მოხარშეთ ქათამი.
სხვა,მეტალის ქვაბში მინიმალურ ცხიმში მოშუშეთ ოთხად გაჭრილი სოკოები
პარალელურად ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გულები, არაჟანი და ფქვილი.
ქათმის ბულიონი გაწურეთ და დაასხით სოკოს, ჩაამატეთ არაჟნის მასა, კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. ცოტა რომ შესქელდება, ჩაალაგეთ შიგნით ქათმის ნაჭრები, დაამატეთ მუსკატის კაკალი,პაპრიკა.
5 წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ მარილი, პილპილი და ოხრახუში.

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze