Pages

ორაგულის "სუპი" პროვანსული ბალახებით და ფორთოხლის ცედრით


500 გრ ორაგული (მათ შორის, თევზის თავიც, თუ გვაქვს)
4-5 საშუალო კარტოფილი
1 საშუალო ზომის სტაფილო
2 თავი ხახვი
100გრ ბრინჯი
1/2 ჩ.კ. პროვანსული ბალახები
1/2 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი
2 ჩ.კ ფორტოხლის ცედრა
1/2 ლიმონის წვენი
ოხრახუში, კამა

თევზს დავასხათ დაახლოებით 2-2.5 ლ წყალი და დაფნის ფოთოლთან და სურნელოვან პილპილთან ერტად მოვხარშოთ.
სხვა ქვაბში წვრილად გახეხილი სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, სასურველია ზეითუნის ზეთში.ამ მასას დავასხათ თევზის გადაწურული ბულიონი, ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი და ავადუღოთ.შემდეგ ჩავყაროთ ბრინჯი, ბაზილიკი და პროვანსული ბალახები. სანამ ეს მზადდება, გავარჩიოთ მოხარშული თევზი ფხებისგან და კანისგან, დავანაწილოთ პატარა ნაჭრებად.როცა სუპი მზად იქნება, ბოლო მომენტში ვაყრით თევზს, ცედრას და ვაწურავთ ლიმნის წვენს. ბოლოს მარილი დ მწვანილი. თუ ცხარე სუპი გინდათ, დაამატეთ წიწაკაც, ან ახალდაფქული პილპილი

ფორთოხლის არომატი საოცრად უხდება

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze