Pages

ვონტონ სუპი


ცომი:

2 ცალი კვერცხი

2 ს.კ.წყალი

1 ს.კ.ზეთი

1/3 ჩ.კ. მარილი

ფქვილი რამდენსაც შეიზელს

ფარშისთვის:

300გრ.ღორის ხორცი(დაკეპილი,ან ფარში)(საქონლისაც შესაძლებელია)

წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

გემოვნებით სოიოს სოუსი,პილპილი,მარილი

ცოტა სუნელები

წვნიანისთვის:

2-3 ლიტრა ბულიონი(უმჯობესია ქათმის)

1 ცალი ბულგარული წიწაკა

200გრ.ქამა სოკო

1 ცალი სტაფილო

ცოტა ყვავილოვანი კომბოსტო

ქინძი
მომზადების წესი

მოვზილოთ როგორც ხინკლისთვის ცომი და ცელოფნის პარკში მოვათავსოთ დასასვენებლად(30 წუთით).

შევანელოთ გულსართი.

ძალიან თხლად გავშალოთ ცომი ,მოვჭრათ ოტხკუთხედი ფორმის ცომი,ჩავუდოთ გულსართი,შევკრათ (ოთხკუთხედის ფორმა გამოგვივა) და ბოლოები შევაერთოდ.

ასე მომზადებული ვონტონები შევინახოთ მაცივარში სანამ წვნიანი არ მომზადდება.

კარტოფილი წვრილ კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში მოვხარშოთ.

სპიჩკის ღეროებივით დავჭრათ ბოსტნეული.ყვავილოვანი კომბოსტო დავმარცვლოთ,ქაქმა სოკო დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ მოსახარშათ.

ჩავუშვათ მომზადებული ვონტონები.როცა მოიხარშება სუპი დავაჭრათ ქინზი,ცოტა უცხო სუნელებით შევანელოთ და გადმოვდგათ.

მივირთვათ არაჟნით.
დამატებითი ინფორმაცია

ცომი იმდენად კარგია რომ წვნიანში არ ფუვდება და არ იშლება.

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze