Pages

ბოსტნეულის სუპი 3 ვარიანტი


კართოფილი
სტაფილო
კალაბასინი, ყაბაყით შეგვიძლია შევცვალოთ, ან გოგრით, 3 ვე ერტადაც შეიძლება 
ხახვი, ნიორი
ცოტა წყალში მოვხარშოთ, მე ზოგჯერ ამას ყველაფერს ორთქლზე ვხარშავდი ვიტამინების შენარჩუნების მიზნით.

მერე წყალი გადავწუროთ, ბოსტნეულს დავუმატოტ მარილი და ზეითუნის ზეთი, და წმინდად დავაბლანდოთ ყველაფერი, თხელი პიურესავით რო იქნება, დავამატოთ ნაღები, რაოდენობა სურვილისამებრ, მე 200 მლ ვუყავი...

შემდეგ თუ გვინდა კიდევ მოვასხათ 1 კოვზი ზეითუნი და ტბილ ამინდში გემრიელად მივირთვად

ბოსტნეულის სუფი, ნაღებით http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=473&Itemid=55

ხახვი – 1 თავი;

სტაფილო – 1 დიდი თავი (ზამთრის);

პრასი, ევროპული – 1/3 ღერო (სურვილისამებრ);

(ეს სამივე ბოსტნეული - 250 გრ);

კარტოფილი – 200 გრ;

ნაღები – 100 გრ (½ ჭიქა);

წყალი – 1 ლ;

ბრინჯი – 70 გრ (½ ჭიქა);

ზეთი – 2 სადილის კოვზი;



(ზომის ერთეულად ნახსენები ჭიქა=0.2ლ)



ინვენტარი: 2 ლიტრიანი ქვაბი;

მომზადების დრო: 35 წუთი;
მომზადების წესი

გარეცხეთ და დაჭერით ხახვი და პრასი წვრილად, სტაფილო გახეხეთ;

ჩაასხით ზეთი ქვაბში და ჩაყარეთ ეს ბოსტნეული, თუშეთ ჩარბილებამდე;

ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილიც, დაასხით 1 ლიტრი წყალი და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით;

წვნიანის მასა დააბლენდერეთ (დაბლენდერება სასურველია, თუმცა ამის გარეშეც შეიძლება);

დაბლენდერებული სუფი დააბრუნეთ ცეცხლზე, ჩაყარეთ ბრინჯი, მარილი და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი, ბრინჯის მოხარშვამდე.

გამორტამდე 3 წუთით ადრე ემატება ნაღებიც, თუ თხევადია პირდაპირ ჩაუშვით ქვაბში და მოურიეთ, თუ მკვრივი მასაა, როგორც «creme fraiche”, მაშინ წინასწარ გათხელეს ცოტა წვნიანის სითხით და ქვაბში ჩაშვების დროს მუდმივად ურიეთ ხელის სათქვეფით, რომ მთლიანად გაიხსნას და «ნაფლეთებად» არ დარჩეს თეთრი მასა.

გადმოდგით ცეცხლიდან, კიდევ ერთხელ გასინჯეთ მარილისა და წიწაკის გემო და ადროვეთ შეგრილება.

ამ წვნიანს ძალიან უხდება თეთრი ღვინის ძმარიც, რომელიც უმჯობესია თეფშში ჩაემატოს, ინდივიდუალურად.

 

http://forum.ge/?f=82&showtopic=34315612&st=765

ბოსტნეულის წვნიანი: 1 ხახვი, 2 სტაფილო, ნახევარი ბულგარული და 3 საშუალო კარტოფილი დავჭერი და ზეითუნშ ცოტა მოვხრაკე+ მწვანე ბარდა ნახევარი ჭიქა და 3 პომიდორის რბილობი + რეჰანი ცოტაოდენი. წყალი დავუმატე და მოვხარშე, ბოლოს ცოტა ვერმიშელიც დავამატე+ მარილი და პილპილი... შევაზავე ცოტა კარაქით, ორეგანოთი, ცოტა ოხრახუში, ქინძი და კამა.

 

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze