Pages

კრემ-ბორშჩი.


ქვაბი N1. ხორცი ცალკე იხარშება მარილიან, წიწაკიან, დაფნიან წყალში, როცა მოიხარშება ამოიღეთ და დაჭერით იმ ზომაზე - რაც მოგესურვებათ (ისე, ჯობია თითო თემშზე ერთი დიდი ნაჭერი დაიდოს, ან ბევრი - თითო პატარა ლუკმის ხელა), ამავე წყალში მოხარშეთ კარტოფილიც. კარტოფილს ძალიან დიდი დრო უნდა ბოსტნეულთან ერთად მერე თუ მოხარშავთ.ქვაბი N2. ცალკე თუშავ ხახვს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს, უმატებ ტომატს, მწვანილს, ნიორს და რამდენიმე წუთის შემდეგ - ან იქვე ქვაბში დააბლენდერეთ, ან გადაიტანეთ დიდ ბლენდერში და იქ "უტირეთ დედა". ნახარში აურიეთ ბოსტნეულის მასას თანდათან. ასე, ადვილად მიხვდებით რა სისქის გამოვა. ერთად იხარშოს 10-15 წუთი. ბოლოს ჩაყარეთ ხორცი და კარტოფილი.შეკმაზეთ ხმელი ქინძით და ხმელი რეჰანით. მარილი, წიწაკა გემოვნებით. 

ხო, ხორციანი სუფები მეორე დღეს უფრო გემრიელია, რადგან ხორცი თავიდან იცლება გემოსგან - რათა ბულიონი გაამდიდროს, სამაგიეროდ მეორე დღეს უკვე თავადაც ხდება გემრიელი წვენის ხარჯზე. 

პ.ს. შეიძლება კარტოფილის დაბლენდერებაც, მაგრამ ჩემი შვილი კარტოფილს კი ჭამს და ამიტომ ასეთი ვარიანტი ვარჩიე.

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze