Pages

სოკოს და ხახვის წვნიანი


საჭიროა:
1. 300 გრ სხვადასხვა, 3-4 სახეობის ნედლი სოკო. გაყინული ან კონსერვის შეგილიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი სახეობის
2. ხახვი (ბოლქვებად) - 200 გრ;
3. 100 გრ. კარაქი;
4. 100 გრ. თეთრი, მშრალი ღვინო;
5. მალიტი, წიწაკა - წითელი და შავი, შაქარი და პურის ფქვილი თითო-თითო სუფრის კოვზი, შაქარი სასურველია ყავისფერი;

მომზადება:
1. დაჭერით სოკო საშუალო ზომაზე, გაითვალისწინეთ ის, რომ სოკო საგრძნობლად პატარავდება თუშვისას. რამდენიმე პატარა ზომის და მრგვალი ფორმის სოკო გადადევით, ეს გასაფორმებლად იქნება საჭირო;
2. ხახვი დაჭერით წვრილად;
3. ნელ-თბილ ტაფაზე ჩაუშვით 40-50 გრამი კარაქი და 100 მლ.ლ ღვინო, ქარაქის გადმობის შემდეგ ჩაუშვით ხახვის 3/4 და 5 წუთი თუშეთ ამ სითხეშI, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკოც, მოურიეთ და დაახურეთ თავზე. მოთუშვის და სითხის შეწოვის შემდეგ გადახადეთ თავსახური და შებრაწეთ. აი, მთლიანად კი არა, მხოლოდ ალაგ-ალაგ და კიდეები რომ შეუწითლდეს სოკოს და ხახვს - ისე. შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით და გამორთეთ.
4. ცალკე სუფის ქვაბში ჩაუშვით დარჩენილი კარქი და ხახვი. მოთუშვის შემდედ - დაამატეთ შაქარი და ფქვილი. ეს კარამელიზემისათვის. თუ გაქვთ კარგი ხარისხის ხახვის სუფის მზა საკმაზი - ესეც შეიძლება შაქრისა და ფქვილის ნაცვლად.
5. კარამელიზების შემდეგ - 2-3 წუთში ჩაამატეთ ტაფაზე არსებული მასა და მოურიეთ.
6. დაამატეთ მდუღარე წყალი - რაოდენობით: 1/1-ზე. ან მაქსიმუმ 1.5-ჯერ მეტი. ჩაუშვით გადადებული დაუჭრელი სოკოც.
7. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთI დაახლოებით. შეკმაზეთ საწირო გემოვნების მარილითა და წიწაკით.
8. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნიორიც, ოღონდ, ფრთხილად - თითქმის არ უნდა ემჩნეოდეს.

ეს სუფი არის ძალიან ნოყიერი და გემრიელი, მაგრამ ცოტა ევროპული სუფებისათვის დამახასიათებელი მოტკბო გემო აქვს. საჭიროების შემთხვევაში ამის განეიტრალება სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგ: ღვინის ან ძმრის დამატებით. თუმცა ამატეთ ნელ-ნელა და ხშირად სინჯეთ.

სუფრაზე მიიტანეთ გახუხულ პურთად და გახეხილ მოცარელასთან, ან მშრალ, გახეხილ სულგუნთან ერთად.

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze