Pages

ჩიხირთმა


პირველ რიგში მოვხარშოთ ქათამი ან ინდაური (სასურველია სოფლის), ხარშვის დროს პერიოდულად მოქაფეთ, ასევე სურვილისამებრ, თუ კი ნაკლებად ცხიმიანი გნებავთ, პირველი ანადუღარი წყალი გამოუცვალეთ. მოხარშული ქათამი (ინდაური) ლანგარზე გადმოიღეთ და უმალ მოაყარეთ მარილი, რომ გაგრილდება დაჭერით სასურველ ნაჭრებად. ბულიონი კი არ გადაღვაროთ, გვერდით გადადგით დროებით. წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ შერბილებამდე, თუმცა ფერი ძალიან არ შეუცვალოთ, ჩიხირთმა ხომ მოთეთრო–მოყვითალო ფერისაა და მოშუშული ხახვის ფერი ძალიან არ უნდა ყვიროდეს. მოშუშულ ხახვს დაასხით ბულიონი (რაშიც მოხარშეთ ქათამი/ინდაური) და აადუღეთ. პატარა ჯამში ავთვქიფოთ კვერცხის გული, ნელ–ნელა ვამატოთ თითო კოვზი ბულიონი მდუღარე ქვაბიდან, თან ვთქვიფოთ უწყვეტად, ასე გავაგრძელოთ ვიდრე პატარა ჯამს ბულიონით არ ავავსებთ, შემდეგ მიღებულ მასას ნელ–ნელა ჩავუშვებთ მოთუხთუხე ქვაბში და თან უწყვეტად ვურევთ ადუღებამდე (!!!), რომ არ აიჭრას. (და არა ისე შენ რომ იცი ხოლმე, მედუზებივით რომ ტივტივებენ ქვაბში © მამაჩემი). აქვე ჩააგდებთ დაფნის ფოთლებსაც. ისევ ავიღოთ პატარა ჯამი, ჩავასხათ ცივი წყალი და ჩავყაროთ ფქვილი, ავთქვიფოთ ჩანგლით ან ნამცხვრის სადღვებელათი, ისე რომ ბურთულები არ გაუჩნდეს. ესეც ანალოგიურად, ნელ–ნელა ჩაუშვით მოთუხთუხე ქვაბში და ურიეთ ვიდრე ისევ არ წამოდუღდება. შეკმაზეთ მარილით, ღვინის ნატურალური ძმრით და ქინძით. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად, დაჭრილ ქათამთან და ძმართან ერთად.

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze