Pages

სოკოს წვნიანი გერკულესით


2ლიტრა წყალი

2-3 კარტოფილი 

1თავი ხახვი

1 ცალი სტაფილო

400გრ.სოკო

200გრ.მდნარი ყველი(ვალიოს ფირმის)

2-3ს.კ. გერკულესი ან პერლოვის(ქერის ბურღულით)

დაფნა

პილპილი,მარილი

კამა გემოვნებით
მომზადების წესი

კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად და მოვხარშოთ. კარტოფილის ამოღება შეიძლება და სოკოს რაოდენობა გავზარდოთ

სტაფილო დავხეხოთ წმინდა სახეხზე და დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ.

ასევე დავჭრათ სოკო და მოვშუშოთ.

მოხარშულ კარტოფილში ჩავუშვათ სტაფილოს მასა+ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და გერკულესი დავამატოთ.

სოკოს 1/3-დი დავუმატოთ წვნიანს,დანარჩენი დავაბლენდეროთ და ისე დავამატოთ.

მდნარი ყველი გავხსნათ წვნიანში,სევანელოთ პილპილით და მარილით.
დამატებითი ინფორმაცია
წვნიანს ძალიან უხდება ნიორში მოშუშული კრუტონები :)

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze