Pages

გერმანული წვნიანი


კარტოფილი – 700 გრ;

სტაფილო – 250 გრ;

ღეროვანი ნიახური – 1 ტოტი ან 1 კონა ნიახური;

ქართული პრასი – 1 ცალი (ევროპული - 200 გრ);

ხახვი – 1 ცალი;

დაფნის ფოთლი – 1 ცალი;

მიხაკი – 2 ცალი;

კარაქი – 40 გრ;

ბოსტნეულის ბულიონი – 1.5 ლიტრი;

ნაღები – 125 მლ.ლ

მარილი;

შავი პილპილი;

მუსკატის კაკალი – სურვილისამებრ;



სოკოს ჩაშუშლი:

მანჭყვალა ან ქათმისბარკალა – 100 გრ;

კალმახა (ხის სოკო)– 100 გრ;

ქამა სოკო – 100 გრ;

ხახვი – 1 ცალი;

კარაქი – 25 გრ;

მწვანილები – ქინძი, კამა, ოხრახუში.



ინვენტარი – 3 ლიტრიანი ქვაბი, მომცრო ტაფა, ბლენდერი ან საჭყლეტი;

მომზადების დრო: 45 წუთი.



1 პორცია შეიცავს 354 კკალ.
მომზადების წესი

წვნიანისთვის საჭირო პროდუქტი:

კარტოფილი და სტაფილო გათალეთ და დაჭერით 1 სმ სიდიდის კუბებად;

ასევე დაჭერით ღეროვანი ნიახურის ტოტი. თუ «მწვანილ» ნიახურს იყენებთ, მაშინ ნიახური კონად შეკარით და ისე ჩააგდეთ ბულიონში, შემდეგ ამოიღებთ და გადააგდებთ;

გაფცქვენით ხახვი და ჩაარჭვეთ შიგ მიხაკი და დაფნის ფოთოლი;

ქვაბი შედგით ცეცხლზე და ჩაუშვით კარაქი. ჩაამატეთ დაჭრილი სტაფილო და ნიახური, დროდადრო მოურიეთ;როცა მოთუშული ბოსტნეული ფერს იცვლის, ჩაამატეთ კარტოფილი, ხახვი და დაასხით ცხელი ბულიონი ან უბრალოდ წყალი. ადუღეთ 20 წუთი;

გარეცხეთ და დაჭერით პრასი წვრილად, ჩაამატეთ ქვაბში და გააგრძელეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე, კიდევ 10 წუთით;

ამოიღეთ ქვაბიდან ხახვი დაფნის ფოთოლით და მიხაკით (გადააგდეთ);

ამოიღეთ ქვაბიდან ბოსტნეულიც 1/3-ის რაოდენობით. ეს მასა დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ, დაამატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ;

ჩააბრუნეთ ეს დაბლენდერებული მასა ქვაბში მოურიეთ და შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და მუსკატის კაკალით (ეს დაახეხეთ გემოვნებით, მთლიანი არ ჩააგდოთ). თუ თქვენს გემოვნებაზეა შეკმაზული – გადმოდგით ცეცხლიდან;

სოკოს ჩათუშვა შეგიძლიათ წვნიანის მომზადების დროსვე, სანამ წვნიანის ბულიონი მზადდება:

გაასუფთავეთ და გაარჩიეთ სოკო დაზიანებული ადგილისაგან; თუ დიდი ზომის სოკო არ არის, მათი დაჭრა საჭირო არ არის;

შედგით ტაფა ცეცხლზე და ჩაუშვით კარაქი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ, სანამ არ ჩარბილდება, დაამატეთ სოკოც და გააგრძელეთ თუშვა დაახლოებით კიდევ 5 წუთით;როცა სოკოც ჩათუშულია და წვნიანიც მზად არის ჩაუშვით სოკოს მასა სუფში, მოურიეთ და შეაბრუნეთ ცეცხლზე 5 წუთით;

სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

წყარო  ბეჭდვა


წვნიანები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze