Pages

სახლში დამზადებული სამრხვო მაიონეზი


1 ჭიქა ბოსტნეულის ნახარში
2 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი
200 გრამი მცენარეული ზეთი
1 ჩაის კოვზი დიჟონური მდოგვი
1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
მარილი, წიწაკა და ცოტა შაქარი
ბოლოს დაუმატეთ წვრილად დალეპილი ოხრახუში და კამა.

მოხარშეთ ბულიონი თქვენს სამზარეულოში არსებული ნებისმიერი ბოსტნეულით: სტაფილო, ხახვი, ნიახური, ოხრახუში, სოკო და ა.შ. გააგრილეთ და გადაწურეთ.

ნახევარ ჭიქა ბულიონში კარგად გახსენით 2 სუფრის კოვზი სახამებელი. დარჩენილი ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ სახამებლიანი წვენი, ხის კოვზით ურიეთ შესქლებამდე. გააცივეთ, გადმოიღეთ ჯამში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მდოგვი, ლიმნის წვენი, წიწაკა და გათქვიფეთ მიქსერით. თანდათანობით, ნელ-ნელა (რომ არ აგეჭრათ) შეათქვიფეთ ზეთი. მიიღებთ ერთგვაროვან კრემისებურ მასას. მზა მაიონეზს დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და კამა.

მაიონეზის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან. ასევე შეგიძლიათ გააფერადოთ: 1) მიიღებთ ლამაზ ვარდისფერს, თუკი დაუმატებთ ჭარხლის წვენს; 2) ხასხასა მწვანე ფერის მაიონეზი გამოგივათ, თუკი დაუმატებთ დაბლენდერებული ისპანახის (ან ნებისმიერი მწვანილის) წვენს.

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze