Pages

სოუსი ბეშამელი (სამარხვო)


მარგარინი - 30 გრ;

პურის ფქვილი - 2 სადილის კოვზი;

მაიონეზი - 30 გრ;

წყალი - 300 მლ.ლ;

მუსკატის კაკალი - მწიკვი;



ინვენტარი: პატარა ქვაბი;

მომზადების დრო: 10 წუთი.

გაადნეთ ცხიმი და დაამატეთ მაიონეზი, აქციეთ ერთიან მასად;

დაამატეთ ფქვილიც, კარგად შეურიეთ, აქციეთ კრემისებურ მასად;

ჩაამატეთ შემთბარი წყალი და მუსკატი. ურიეთ მუდმივად, სანამ სოუსი დუღილს არ დაიწყებს და არ შესქელდება;

მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, მზად არის ბუშტუკების გაჩენიდან 40 წამში.

რამდენიმე რჩევა:

1. თუ ძალიან სქელი გამოვიდა - შეურიეთ ცოტ-ცოტა თბილი წყალი და კარგად თქვიფეთ, სანამ სასურველ სისქეს არ მიაღწევს;

2. თუ მაინც შეიკრა (დაკურკულაშდა), მაშინ გაატარეთ საცერში და ერთიან მასად იქცევა ისევ.

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze