Pages

პომიდვრის ჩირი


ამიდორი ხორციანი ჯიშის(ეგრედ წოდებული სლივკი)

სუფრის მარილი

ქონდარი, ბაზილიკი ან რეჰანი(ეს მწვანილი გამოიყენება გამხმარი, წვრილად დაფხვნილი)

ნივრის ფირფიტები

ზეთი(მე გამოვიყენე ზეითუნის და ჩვეულებრივი საჭმლის)

დაფქვილი ცხარე წიწაკა(გემოვნებით)

მომზადების წესი

გარეცხილი პამიდორი გავჭრათ შუაზე(სიგრძეზე), ამოვაჭრათ ყუნწის ადგილი.

დავალაგოთ ჭრილით ზემოთ (კანით ქვემოთ) თუნუქის ფურცელზე (ახლოს ერთმანეთთან).

მოვაყაროთ ოდნავ მარილი,ხმელი მწვანილი და შევდგათ საშუალო სიმაღლეზე ღუმელში.

ღუმელის ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი, დაახლოებით 110-130 გრადუსი (როგორც ბეზეს გამოსაშრობად ვიყენებთ). ასე გამოვაშროთ პამიდვრები დაახლოებით 4-6 საათის განმავლობაში.

პ.ს.მე ღუმელის კარი შევუღე ცოტათი, ასე უფრო კარგად გამოშრა.

მზა ჩირი ჩავალაგოთ შუშის ქილაში და თან ფენებს შორის ნივრის ფურცლები ჩაუდოთ+მოვაყაროთ წიწაკა თუ გსურთ,თან შევავსოთ ზეთით პირამდე.

ინახება თავ დახურული, გრილ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

ზეთს ვიყენებ მერე საჭმელში და სალათებში,ძალიან სურნელოვანია და გემრიელი.

პამიდვრები სხვადასხვა სისქის გამოდის(ცოცხალი),ამიტომ ეცადეთ მიაქციოთ ყურადღება ზოგს ადრე ესაჭიროება ღუმელის დატოვება,ზოგს კიდე გამოშრობა აკლია.

მე ოდნავ ნაზი პამიდვრები გამოვიღე,ასე უფრო გემრიელია :)

კანი მშრალი აქვს,წვენი თითქმის გამომშრალი და ამ დროს ხელის შეხებით ხორცი იგრძნობა :)

ენდეთ ინტუიციას და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!წარმატებები!

 

სულ დამავიწყდა,მე დაახლოებით 1 კგ.პამიდვრიდან 0,5 ლიტრიანი მივიღე ქილაში(ნუ შეიძლება ოდნავ ნაკლები).

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze