Pages

წითელი პომიდორი (სლივკი) მარინადში ხრახნიან ქილებში


საღი წითელი მაგარი პომიდვრები გარეცხე კარგად,
მაგალითად, 1ლიტრიან ქილაში
ჩააწყე ფენებად პომიდორი, ნიორი-3-4კბილი, ნიახური 1მოზრდილი ღერო თავის ფოთლებიანად, ან 2 პატარა ღერო,, ოხრახუში1-2 ღერი,
შავი პილპილის მარცვლები4-5ცალი, დაფნის, 2პატარა ან 1დიდი ფოთოლი, მწარე წიწაკა გემოვნებით(რამდენად ცხარე გიყვარს), ხმელი კამის ქოლგა ან ნედლი კამის2-3ღერი.
დაასხი მდუღარე წყალი და გააჩერე 15 წუთი.
ამასობაში აადუღე წყალი და ჩაყარე მარილი 1ლიტრ წყალზე 2სუფრის კოვზი.
ქილებიდან გადაწურე წყალი და დაასხი ეს მარილწყალი, მაშინვე მოხუფე, გადმოატრიალე ქილები, დადე თბილ ზედაპირზე და შეფუთე 1დღე და ღამე.
ქილები უნდა იყოს კარგად გარეცხილი და მდუღარე გამოვლებული, სახურავებსაც მდუღარე წყალი დაასხი.
მთავარია, ხრახნიანი ქილების სახურავები იყოს დაუზიანებელი და არ უშვებდეს.

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze