Pages

სოუსი „პიკანტური“


სოუსი „პიკანტური“
400 გრამი ბულიონი
150 გრამი თეთრი სოკო (ქამა)
4 ჩ.ჭ. შამპანიური
1 კონა პრასი
100 გრამი კარაქი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
0,5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
ჯანჯაფილი (имбирь) გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. სოკოს დავასხათ ბულიონი .... წამოვადუღოთ და დაბალზე დავუწიოთ ცეცხლი .. ასე დავტოვოთ 15 წუთი
2. პრასი დავჭრათ დავასხათ შამპანიური და ვადუღოთ სანამ მასა არ შემცირდება 1/3-ით
3. კარაქი გავადნოთ ცალკე ქვაბში .... დავამატოთ ფქვილი, ნელნელა ვურიოთ და დავტოვოთ ცეცხლზე მანამდე, სანამ ეს მასა არ მიიღებს რძიანი ყავის ფერს ....
ფქვილიან მასაში (ისე რომ არ გადმოვდგავთ ცეცხლიდან) ნელნელა ჩავამატოთ სოკოს და ბულიონის ნაზავი .... ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ოდნავ შხეფებს გაიკეტებს
შემდეგ დავამატოთ შამპანიურის და პრასის მასა და 10-15 წუთით დავტოვოთ ნელ ცეცხლზე
ბოლოს დავამატოთ ჯანჯაფილი, მუსკატი და მარილი
სუფრაზე უნდა მივიტანოთ ხორცზე მოსხმული სასურველია ცხელ მდგომარეობაში

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze