Pages

წითელი აჯიკა არა ბულგარულით


ქინძი (დაფქვილი) 1 ჩაის ჭიქა
უცხო სუნელი (დაფქვილი) 2 ჩაის ჭიქა
წიწაკა (წითელი, გამომშრალი) დაახლოებით 10 პარკი -
ნიორი დაახლოებით 200 გრამი
მარილი 2/3 ჩაის ჭიქა

წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ (გაცივებულ) წყალში, გადავწუროთ, დავამატოთ ნიორი და მარილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში დავამატოთ ქინძი, უცხო სუნელი და ისევ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, (უმჯობესია ორჯერ, წვრილი ბადით). უნდა მიიღოთ პლასტილინის კონსინსტენციის მასა. (შეიძლება ოდნავ სითხეც დაიყენოს).

თუ არ დაგეზარებათ, ხელით გადაზილეთ.
მსურველებს კუჭმაჭის ან ყაურმის მომზადებისას შეუძლიათ ამ აჯიკას სულ ცოტა ქონდარი დაუმატონ

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze