შებოლილორაგულიანი საწებელი
ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ 150-200 მლ თხელი არაჟანი (პურისტებისათვის Crème frâiche liquide), ჩავასხათ ახლადგაწურული (ყვითელი) ლიმნის წვენი, დავამატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნების მიხედვით, დავამატოთ პატარა ოთხკუთხედებად 300-400 გ დაჭრილი შებოლილი ორაგული, დაველოდოთ სანამ ხელახლა წამოდუღდებოდეს და მერე ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ვადუღოთ 20-იოდ წამი.