ზეთიანი აჯიკა ბულგარულით
5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა მარილი გემოვნებით.
ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ მერწმუნეთ ძაან გემრიელი რამე გამოდის.
აჯიკა ზეთში
4 კგ.ბულგარული წითელი წიწაკა
1,500 წითელი მწარე წიწაკა
300 გრამი ნიორი
500 გრამი მწვანე ქინძი
4ჭიქაზეთი
3-4 ჭიქა ძმარი
სუნელები:უცხო სუნელი,ქინძი
მარილი გემოვნებით.
ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში და ნახევარი საათი ადუღებ.
შემდეგ ჩაასხავ ბანკებში და შეინახავ .
ძალიან გემრიელი გამოგვდის.
http://forum.ge/?f=82&showtopic=34153984&st=1020
5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
0.5 ან 1 კგ მწარე წითელი წიწაკა (სურვილისამებრ სიმწარის მიხედვით)
200-250 გრამი ნიორი
ქინძი, კამა, ოხრახუში და ნიახური 4-4 შეკვრა
მარილი გემოვნებით
ძმარი 1 ღვინის ჭიქა
წიწაკებს გაასუფთავებთ გულებიდან ..... გაატარებთ მწვანილთან და ნიორთან ერთად ხორცის მანქანაში ... დაასხავთ ძმარს. მარილს ამოურევთ კარგად ხის კოვზით და დატოვებთ 1 ღამით .... პერიოდულად ამოურევთ ... როცა დადუღდება ჩაასხავთ ხრახნიან ქილებში და შეინახავთ ცივ ადგილზე