Pages

სანელებელი კუჭმაჭისთვის:


ქინძი (დასაფქვავი) 1 ჩაის ჭიქა
უცხო სუნელი (დასაფქვავი) 2 ჩაის ჭიქა
ქონდარი 1-2 სადილის კოვზი
წიწაკა (წითელი, გამომშრალი) დაახლოებით 10 პარკი
ნიორი დაახლოებით 100 გრამი
მარილი 2/3 ჩაის ჭიქა

წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ (გაცივებულ) წყალში, გადავწუროთ, დავამატოთ ნიორი და მარილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში დავამატოთ ქინძი, უცხო სუნელი და ქონდარი და ისევ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, (უმჯობესია ორჯერ, წვრილი ბადით). უნდა მიიღოთ პლასტილინის კონსინსტენციის მასა. (შეიძლება ოდნავ სითხეც დაიყენოს).

ამ წესით, ოღონდ ქონდარის გარეშე, მომზადებული აჯიკა შეგიძლიათ ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოიყენოთ. ინახება მინის ქილაში დიდი ხნით.

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze