Pages

მაყვლის საწებლი


ქინძი, მარილი და ნიგოზი დანაყე და მწიფე ასრესილ მაყვალში შეურიე - სულ ეს არისშეგიძლია ნახევარ-ნახევარი აიღო მაყვალი და მკვახე ყურძენი

 მეორე ვარიანტი - დაჭyleტილ მაყვალს გემოვნებით აზავებ ქინძით, ნივრით, წიწაკით და ომბალოთი.  


* * *
ისრიმ–მაყვალის საწებელი

ისრიმი და მაყვალი დავჭყლიტოთ (ცალ–ცალკე), გამოვწუროთ წვენი, გავწუროთ და ერთმანეთს შევურიოთ. 
ქინძი, ნიორი, წიწაკა, კამა და მარილი ერთად დავნაყოთ ქვიჯაში.
შემდეგ დანაყილ მასას ვხსნით ისრიმ–მაყვალის წვენში.

მეორე, ალბათ უფრო რაჭულ–ლეჩხუმური ვარიანტი: ცალკე ვნაყავთ ნიგოზს და ჯერ ისრიმ–მაყვალის წვენში ვხსნით დანაყილ ნიგოზს, შემდეგ ერთად დანაყილ ნარევს როგორც ზემოთაა.

თუ საწებელი თევზისთვისაა განკუთვნილი, მაშინ საწებელს წვრილად დაჭრილი ხახვი ემატება.

ინგრედიენტები:
მაყვალი ..................... 500გრ
ისრიმი ..................... 300გრ
ქინძი ....................... 3 ძირი
ნიორი ....................... 1–2 კბილი
წიწაკა ...................... გემოვნებით
კამა ........................ 1 ძირი
მარილი ....................... გემოვნებით

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze