საზამთროს მწნილი
საზამთროს ქერქებს გავაცლით მწვანე ნაწილს და დავჭრით ისევე, როგორც მურაბისთვის.
ქილებში ჩავაწყოთ, ჩავდოთ თითო ღერი პიტნა და რეჰანი. ნიახურით არ მომეწონა და ახლა ასე გავაკეთე.
ავადუღოთ წყალი ასეთი შეფარდებით: 1 ლ წყალი+ 2 სუფრის კოვზი მარილი და 2 ჩაის კოვზი შაქარი. როცა შეგრილდება, დავასხათ ქილებში დაჭრილ საზამთროს,ისე რომ დაფაეოს, დავაფაროთ ალუბლის ფოთლები. შემდეგ დავამატოთ ძმარი ან ძმრის ესენცია. 1 ლიტრიან ქილაზე ძმარი - 1 ს/კ ან ესენცია 1ჩ/კ, 2 ლიტრიანზე გაორმაგებული, 3 ლიტრიანზე - გასამმაგებული.
დუღილს რომ დაიწყებს, ცოტა გადმოვა. აუცილებლად გაუკეთეთ პლასტმასის სახურავები