აფხაზური აჯიკა
წითელი, გამხმარი წიწაკა ერთი აკინძვა[ ბაზარში იყიდება]
2 ჩ. ჭ. უცხო სუნელი
1 ჩაის წიქა ქინძი
250 გრ. ნიორი.
გამხმარი წიწაკა გარეცხეთ, დაალბეთ , ჩამოკიდეთ რომ დაიწრიტოს და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში[მექანიკურში, ეს მნიშვნელოვანია].
ჯერ ფქვავთ მსხვილად, შემდეგ წვრილად[ ბაჟესთვის რომ ბადეა იმაში]
შემდეგ უკვე ნიორთან და სუნელებთან ერთად რამდენჟერმე უნდა გაატაროთ, წვრილ ბადეში.
ამ მასას აყრით მარილს და ამატებთ ანადუღარ [ცივ] წყალს. ნელნელა უნდა მივიღოთ სქელი ჰომოგენური მასა.
ქინძი და უცხო სუნელი თქვენ დაფქვით[მნაყიდს ნუ ენდობით]
ეს აჟიკა ხორციანი საჭმელისთვის კეთდება.
ლობიოსთვის და ბოსტნეულისათვის, უცხო სუნელს ნუ გაუკეთებთ. გაუკეთეთ: ქინძი , გამხმარი შაშკვლავი[ ვახმობ და ვინახავ],
ცერაცო[ მწნილისტვის რასაც ვიყენებთ]. ყვავილიან ცერაცოს ვახმობ, ყვევილებს და ღეროს ვიYენებ მწნილისათვის, ხოლო ქვემოთ
ფოთლებს აჯიკისათვის. გამხმარს ხელით ვაქუცმაცებ.
წიწაკას რაც შეეხება უკეთესია იყიდოთ, გაახმოთ და მტელი ზამთრის მარაგი აჯიკა ერთბასად გააკეთოთ.
* * *
მეორე აჯიკის პროპორციები; 1.5კგ.ცოცხალი წიწაკა , 4კონა შაშკვლავი, 2/3 ჩ.ჭიქა ქინზი, 5 დიდი თავი ნიორი. ცერაცო- ერთ კონას რაც გამოერჩევა.